მანგალიცური ღორი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანგალიცური ღორები
მანგალიცური ღორები

მანგალიცური ღორი, მანგალიცა, საქონე მიმართულების ღორი. გავრცელებულია უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და იუგოსლავიაში. მანგალიცური ღორს გრუზა ჯაგართან ერთად თივთიკიც აქვს, რომელიც იცავს სიცივისაგან. კარგად ეგუება მომთაბარეობას. იკვებება ტყის ნაყოფით, საკვებისადმი ნაკლებმომთხოვნია, ნაყოფიერება — 6-8 გოჭი. მერძეულობა 40-50 კგ, ცოცხალი მასა კერატისა 160-180 კგ, ნეზვისა 120-150 კგ. საქართველოში შემოყვანილია 1948 წელს. გეგმიანი ჯიშია. მომთაბარე მეღორეობის რაიონებში ხალასად მოშენებისას და კახურთან შეჯვარებით კარგ შედეგს იძლევა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბოდოკია ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 402-403, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე