მანარის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
მანარის ოლქი
სინჰალ. මන්නාරම දිස්ත්‍රික්කය
ტამილ. மன்னார் மாவட்டம்
ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
კოორდინატები 8°52′00″ ჩ. გ. 80°04′00″ ა. გ. / 8.86667° ჩ. გ. 80.06667° ა. გ. / 8.86667; 80.06667
ფართობი 1 996 კმ²
სალაპარაკო ენები სინჰალური, ტამილური
მოსახლეობა 99 051 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 50 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+5:30
სატელეფონო კოდი 023
ოფიციალური საიტი http://www.ds.gov.lk/dist_mannar/english//

მანარის ოლქი (სინჰალ. මන්නාරම දිස්ත්‍රික්කය, ტამილ. மன்னார் மாவட்டம்) — შრი-ლანკის 25 ოლქიდან ერთ-ერთი. შედის ჩრდილოეთი პროვინციის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მანარი. ოლქის ფართობია 1 996 კმ².[1] ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 5 დივიზიონად.[2]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის მონაცემებით, ოლქის მოსახლეობა შეადგენს 99 051 ადამიანს.[3] მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ შრი-ლანკის ტამილები.

ოლქის მოსახლეობა, შრი-ლანკის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მცხოვრები მოსახლეობის მსგავსად, დააზარალა სამოქალაქო ომმა, რომელმაც დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.[4] ომის დროს რამდენიმე ასეული ათასი (შესაძლოა ერთი მილიონიც) ტამილი ემიგრაციაში წავიდა ევროპასა და ამერიკაში,[5] ბევრი მათგანი კი გადასახლდა დედაქალაქ კოლომბოში.

მოსახლეობა რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანარის ოლქის მოსახლეობა რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით 1981-2012 წლებში[6][7]
წელი ქრისტიანები ინდუისტები მაჰმადიანები ბუდისტები სხვა მთლიანი
რაოდ.
რაოდ. % რაოდ. % რაოდ. % რაოდ. % რაოდ. %
1981 წლის აღწერა 44 689 42,07% 28 895 27,20% 29 161 27,45% 3 363 3,17% 127 0,12% 106 235
2012 წლის აღწერა 56 932 57,48% 23 464 23,69% 16 553 16,71% 2 066 2,09% 36 0,04% 99 051

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შრი-ლანკის ფართობი პროვინციებისა და ოლქების მიხედვით. Statistical Abstract 2011. აღწერისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, შრი-ლანკა.
  2. Statistical Information 2012. Northern Provincial Council.
  3. A2 : Population by ethnic group according to districts, 2012. Census of Population & Housing, 2011. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-28. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
  4. Up to 100,000 killed in Sri Lanka's civil war: UN. ABC News (Australia) (20 May 2009).
  5. Harrison, Frances (23 July 2003). „Twenty years on - riots that led to war“. BBC News.
  6. A3 : Population by religion according to districts, 2012. Census of Population & Housing, 2011. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
  7. Population by religion and district, Census 1981, 2001. Statistical Abstract 2011. Department of Census & Statistics, Sri Lanka.