ვიკიპედიიდან
 |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანანა. |
მანანა, ერიკა (Erica), მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. ბუჩქბალახები, ბუჩქები და პატარა ხეებია. აერთიანებს 500-მდე სახეობას, რომელთა უმრავლესობა იზრდება კაპის ოლქში (აფრიკის უკიდურესი სამხრეთ ნაწილი). 15 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. მხოლოდ ერთი სახეობა ხისევრი მანანა (Erica aborea) გვხვდება საქართველოში (აფხაზეთში — ბიჭვინთის მიდამოებში), მთის ქვედა სარტყელის ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე. მაღალი მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხეა, აქვს ლამაზი მკვრივი მერქანი.
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 402, თბ., 1983