მანანა ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა ჯაფარიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1980 (1980-12-28) (43 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1998-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Səbuhi Musiqi Dünyası
მეუღლე გიორგი გაბეჩავა
საიტი mananajaparidze.com

მანანა ჯაფარიძე (აზერბ. Manana Сaparidze დაბ. 28 დეკემბერი,1980, თბილისი) — ქართული წარმოშობის აზერბაიჯანელი მომღერალი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენაზე პირველად 5 წლის ასაკში გავიდა. ის იყო სოლისტი საბავშვო ანსამბლებისა „თოლია” და „ჩიორა”. საშუალო სკოლის სწავლის პარალელურად დაამთავრა თბილისის სამხატვრო გიმნაზია. 1995 წელს ჩაირიცხა გერმანიის თანამედროვე ხელოვნების, ჯაზისა და შოუ-ბიზნესის აკადემიის თბილისის ფილიალის ვოკალის ფაკულტეტზე, რომელიც 2000 წელს, წარმატებით დაამთავრა. ადრეულ ასაკში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ახალგაზრდულ კონკურსებში, სადაც უმაღლესი ჯილდოები აქვს მოპოვებული. 1996 წელს ბორჯომში გამართული ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურს- „ბროლის სოჭის” გამარჯვებული გახდა, ხოლო 1997 წელს მოსკოვში ჩატარებულ ფესტივალზე „ბროლის ნოტი” გაიმარჯვა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს ჩავიდა ბაქოში, სადაც დაიწყო მისი პროფესიული და შემოქმედებითი კარიერა. მსმენელის წინაშე პირველივე გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა და წარმატება მოიპოვა. ბუნებრივმა ნიჭმა, არაჩვეულებრივმა ვოკალმა და პროფესიონალიზმმა მას შესაძლებლობა მისცა, ყველასთვის უცნობი მომღერალიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი არტისტად, აზერბაიჯანული ესტრადის ვარსკვლავად ქცეულიყო. 1999 წლიდან კონკურსებზე აზერბაიჯანის სახელით გამოდის და მიღებული უმაღლესი ჯილდოები და პრიზები. მათ შორის არის 2000 წლის პრაღის ახალგაზრდა მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის „UNIVERSTALENT”-ის ლაურეატი და მოსკოვის სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის „ფართო სპექტრის” გამარჯვებული.

ჩაწერილი აქვს 6 სოლო ალბომი, 5 აზერბაიჯანულ და ერთი ინგლისურ ენაზე. რამდენიმეჯერ წარმოადგინა სოლო პროგრამა აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და აგრეთვე ევროპულ ქვეყნებში. ქალიშვილი შეძენის შემდეგ იყო მცირეხნიანი პაუზა. 2009 წლის ზამთარში მანანა ესტრადას დაუბრუნდა. მომღერალმა ჩაწერა ორი ახალი სიმღერა „Dəli eşqim” და „Şəhərim”. 2009 წლის 18 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მანანა ჯაფარიძისთვის აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის მინიჭების თაობაზე.

მიღებული აქვს სამი „გრან-პრი”:

  1. საერთაშორისო ფესტივალი — „აზიის ხმა”; 1999, ალმათი, ყაზახეთი
  2. საერთაშორისო ფესტივალი — „სლავიანსკი ბაზარი”; 1999, კიევი, უკრაინა
  3. საერთაშორისო ფესტივალი; 2000, შანხაი, ჩინეთი, სადაც ასევე მოიპოვა პრიზი „აზიის ოქროს ხმა”.[1]

ფლობს ქართულ, აზერბაიჯანულსა და ინგლისურ ენებს

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 8 იანვარს დაქორწინდა გიორგი გაბეჩავაზე, რომელთანაც 2008 წლის 10 ნოემბერს შეეძინათ ქალიშვილი ელიზაბეთი.

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Səndən ayrı (შენგან დაშორებით)
  • Bizim sevgimiz (ჩვენი სიყვარული)
  • Orientasian
  • Sevirəm səni (მიყვარხარ)
  • Dözməm bu ayrılığa (მე ვერ მივცემ თავს უფლებას დაგშორდე)
  • Sənə verdim ürəyimi (ჩემი გული მოგეცი)

მუსიკალური კლიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2003, Yol
  • 2004, Neyləyim
  • 2005, Səndən ayrı
  • 2006, Sevgimizin günləri
  • 2007, Sənsiz
  • 2008, Qəlbimin arzusu

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2013-03-21.