ვიკიპედიიდან
მამილარია (Mammillaria), სფერული ან მოკლეცილინდრული კაქტუსების გვარი. მათი ღერო დაფარულია მჭიდროდ მოჯრილი ბორცვებით, რომელთა წევრზე ჯგუფ-ჯგუფად სხედან მჩხვლეტი ბუსუსები და ეკლები. ყვავილები და გვერდითი ყლორტები ჩნდება ბორცვების უბეებში. ნაყოფი კენკრისებრია, მწიფდება მეორე წელს. გვარში 350-ზე მეტი სახეობაა. იზრდება მექსიკის, ვენესუელისა და კოლუმბიის მშრალ ადგილებში, გორაკებზე ან მთებში, ზღვის დონიდან 2800 მ-მდე. ზოგიერთი სახეობა ქმნის მოზრდილ ბალიშებს. ბევრი სახეობა დეკორატიულია, მოშენებულია ორანჟერეებსა და ოთახებში. ამრავლებენ თესლით და კალმით.
- ქსე, ტ. 6, გვ. 397, თბ., 1983