მამია ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასათიანი.
მამია ასათიანი
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1907(1907-03-11)
დაბადების ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი, 1970(1970-03-05) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მამია ვასილის ძე ასათიანი (დ. 11 მარტი, 1907, ქუთაისი — გ. 5 მარტი, 1970, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მუშაობდა ქუთაისში საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედ და სხვა. ასათიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1929 წელს. ნოველათა პირველი კრებული ("ხუთი ნოველა") - 1936 წელს. თავის მოთხრობებსა და ნოველებში ასათიანი გვიხატავს თანამედროვეთა საინტერესო სახეებს, მათ შრომას, სამშობლოსათვის თავდადებას, სიკეთისაკენ მისწრაფებას, სიყვარულს (კრებულები "მოთხრობები", 1955, 1960, 1967; "მთის ლეგენდები", 1963; "შიშველი ხმალი", 1964; "ხალდეს ყვავილები", 1966; "გელათის ქრონიკები" 1968 და სხვა). ასათიანი ავტორია მრავალი ნარკვევისა, აგრეთვე მოგონებებისა ქართველ მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა შესახებ.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 621.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 64, თბ., 1994