მალჰოლანდ დრაივი (ფილმი)
| მალჰოლანდ დრაივი | |
ფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
ნილ ედელშტეინი |
| სცენარის ავტორი: | |
| მთავარ როლებში: |
ნაომი უოტსი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: | |
| კინოსტუდია: | |
| გამოსვლის თარიღი: | |
| ხანგრძლივობა: |
147 წუთი |
| ქვეყანა: | |
| ენა: | |
| ბიუჯეტი: | |
| ვებგვერდი: | |
მალჰოლანდ დრაივი (ინგლ. Mulholland Dr.) — 2001 წლის ამრიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია დევიდ ლინჩი. მონაწილეობენ: ნაომი უოტსი, ლაურა ჰერინგი და ჯასტინ ტერუ. კრიტიკოსებმა ეს სურეალისტური ფილმი კარგად შეაფასეს და 2001 წელს ლინჩმა მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისათვის, ასევე ოსკარის ნომინაცია ამავე კატეგორიაში. „მალჰოლანდ დრაივმა“ ხელი შეუწყო უოტსისა და ჰერინგის კარიერის წინსვლას და ასევე იყო უკანასკნელი ფილმი ჰოლივუდის ვეტერან მსახიობ ენ მილერისათვის. დევიდ ლინჩის 1977 წლის საშლელი თავისა და 1986 წლის ლურჯი ხავერდის გვერდით, „მალჰოლანდ დრაივიც“ ფართოდაა აღიარებული, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარი.
[რედაქტირება] შექმნა
თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო სატელევიზიო სერიალის შექმნა და რეჟისორის გეგმის მიხედვით, ფილმის დიდი ნაწილი ამ მიმართულებით იქნა გადაღებული. ნამუშევრის ნახვის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის გაეუქმებინა. ამის შემდეგ ლინჩმა შექმნა ამ პროექტის დასასრული და გადააკეთა მხატვრულ ფილმად. მისი დამახასიათებელი სტილით გაჯერებულმა ნახევრად სატელევიზიო პილოტმა და ნახევრად მხატვრულმა ფილმმა შექმნა ერთგვარი საზოგადო აზრი ფილმის შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით. რეჟისორმა უარი თქვა, რომ აეხსნა თუ რა იყო მისი განზრახვა სიუჟეტთან მიმართებაში, რითაც მაყურებელი, კრიტიკოსები და სამსახიობო კოლექტივი დაბნეული დატოვა იმასთან დაკავშირებუთ თუ რა ხდება.
[რედაქტირება] სიუჟეტი
ფილმი გვიყვება ამომავალი მსახიობის - ბეტი ელმსის ისტორიას, რომელიც ახალი ჩასულია ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, იქ ნახულობს და უმეგობრდება ამნეზიით შეპყრობილ ქალს - რიტას, რომელიც მისი დეიდის სახლში იმალება. ამბავი ასევე შეიცავს რამდენიმე გარეგნულად დაუკავშირებელ მოკლე იმპრესიონისტულ სცენას, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს უკავშირდებიან სხვადასხვა გზებით, ისევე როგორც, რამდენიმე სურეალისტურ სცენასა და მეტაფორას, რომლებიც მიანიშნებენ შეფარულ სიუჟეტურ ხაზზე. ნიუ-იორკ ტაიმზი წერს, რომ სანამ ეს სიუჟეტი ბევრმა შესაძლოა განიხილოს, როგორც „მთხრობელობითი წყობის შეურაცხყოფა... თავად ფილმი არის გონებიდან წამოსული გამაბრუებელი თავისუფლება, ისეთი მომენტებით, რომელშიც იგრძნობ არაცნობიერების ბნელი ღამის სამყაროდან მთელი სიძლიერის სააშკარაოზე მოჩვენებით გამოსვლას“.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მალჰოლანდ დრაივი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მალჰოლანდ დრაივი — Allmovie-ზე
- Lost on Mulholland Dr., comprehensive analysis and resource center
- Deciphering David Lynch's 10 Clues, found within the DVD
- Mulholland Drive / lynchnet.com, includes interviews, press kit, film clips
სტატიის