მალკოლმია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალკოლმია
Malcomia littorea
Malcomia littorea
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ჯვაროსნები
გვარი: მალკოლმია
ლათინური სახელი
Malcolmia
დაცვის სტატუსი

მალკოლმია (Malcolmia) — მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა, ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი ბალახია. აქვს ვარდისფერი, იისფერი, იშვიათად თეთრი ყვავილები. ნაყოფი ჭოტია. ევრაზიის ზომიერ სარტყელსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელებულია მალკოლმიის 30-მდე სახეობა, ყოფილ სსრკ-ში — 17, საქართველოში — 2. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე. ზოგი სახეობა (Malcolmia africana, Malcolmia turkestanica და სხვა) საქონლის საკვებია. მალკოლმიას თანამედროვე სახელწოდებაა სტრიგოზელა (Strigosella).

ლიტერატურა [რედაქტირება]