მელიქ-შაჰი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მალიქ-შაჰი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალიქ-შაჰ აბულ-ფათხ ჯალალ-ად-დინი (დ. აგვისტო, 1055 — გ. ნოემბერი, 1092) - სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველი 1072-1092 წწ.

მალიქ-შაჰი საქართველოს გიორგი II-ის გამეფების მეორე წელსვე შემოესია, სამშვილდის ციხე აიღო, ქართლი დაარბია და უკან გაბრუნდა. შემდეგ სულთანმა განძა აიღო, მის გამგებლად სარანგი დანიშნა და მას ქართლში ლაშქრობები დაავალა.

მალიქ-შაჰმა საქართველოში მეორედაც ილაშქრა. თურქ-სელჩუკებმა კარის ციხე-ქალაქი აიღეს და ჯავახეთში მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ და დაამარცხეს.

XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დიდი თურქობა დაიწყო. თურქული ტომები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ საქართველოს მიწა-წყალზე. მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი შეიქმნა და გიორგი II-მ 1083 წელს თავი დამარცხებულად ცნო. იგი ეახლა სულთან მალიქ-შაჰს, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიურად ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.

1092 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი მალიქ-შაჰი გარდაიცვალა და სახელმწიფოში შინაარეულობა დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]