მალაქიტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მალაქიტი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | კარბონატების კლასის მინერალი |
| ქიმიური ფორმულა | CuCO3·Cu(ОН)2 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა |
| კრისტალის სინგონია | მონოკლინური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 3,5-4,0 |
| სიმკვრივე | 3900-4100 კგ/მ³ |
მალაქიტი (ფრანგ. malachite < ბერძნ. malachē – ბალბა (სახელი ეწოდა ფოთლის ფერთან მსგავსების გამო) — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა CuCO3·Cu(ОН)2. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათია, ჩვეულებრივ გვხვდება ფარულ ან წვრილკრისტალურ რიტმულზოლიანი თირკმლისებრი ნაჟონი აგრეგატები.
მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა ფერისაა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,0; სიმკვრივე 3900-4100 კგ/მ³. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში.
მალაქიტის მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში, ყაზახეთში, აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩილეში და სხვ.
მალაქიტი ძვირფასი სანახელავო ქვაა; იყენებენ სამკაულად (ძველად — ინტერიერების მოსაპირკეთებლად)
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 385, თბ., 1983 წელი.