მალაქია II გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მალაქია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მალაქია.
მალაქია II გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1684, 1689
მმართ. დასასრული: 1685, 1689
წინამორბედი: გიორგი III გურიელი, ქაიხოსრო II გურიელი
მემკვიდრე: ქაიხოსრო II გურიელი, მამია III გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: ქაიხოსრო I გურიელი

მალაქია II გურიელი, გურიის მთავარი 1684-1685 და 1689, ქაიხოსრო I გურიელის ძე.

1658 წელს იყო შემოქმედელი მიტროპოლიტიი. მისი მამის, ქაიხოსრო I გურიელის მკვლელობის შემდეგ მალაქია ძმასთან, გიორგისთან ერთად ახალციხის ფაშას შეეკედლა.

გურიის მთავრად დასვა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ. 1685 წელს ტახტიდან ჩამოაგდო ძმისწულმა - ქაიხოსრო II გურიელმა. მალაქია II გურიელი ახალციხის ფაშასთან გაიქცა. ფაშამ იგი გურიაში დააბრუნა, ხოლო ქაიხოსრო II-ს ფიცი დაადებინა, რომ მალაქია II გურიელს არაფერს ავნებდა, მაგრამ ქაიხოსრომ ფიცი გატეხა და მალაქია II გურიელი დააბრმავა. ახალციხის ფაშამ ქაიხოსრო შავშეთის ბეგს მოაკვლევინა, ხოლო მალაქია II გურიელი 1689 წელს კვლავ დასვა სამთავრო ტახტზე. დაბრმავებულმა მალაქიამ სამთავროს მართვა ვეღარ შეძლო და გურიის ფეოდალებმა იმავე წელს მთავრად მისი ძმისწული მამია III გურიელი მიიწვიეს. ახალმა მთავარმა მალაქია II გურიელი ხელახლა აღკვეცა მონაზვნად და შემოქმედის ეპისკოპოსად დანიშნა. 1703 წლისთვის მალაქია კვლავ ეპისკოპოსი იყო. მამია გურიელმა შემდეგ მალაქია შემოქმედის ეპისკოპობიდანაც გადააყენა და მიტროპოლიტად მღვდელმთავარი იოანე დასვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]