მალასპინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალასპინა
Malaspina Glacier from space.jpg
კოორდინატები: 59°55′09″ ჩ. გ. 140°31′58″ დ. გ. / 59.91917° ჩ. გ. 140.53278° დ. გ. / 59.91917; -140.53278

მალასპინა მდებარეობა ალასკა

Blue Fire.svg
მდებარეობა აშშ-ის დროშა აშშ
სიგრძე 45 კმ
სისქე 600 მ

მალასპინა (ინგლ. Malaspina Glacier) — მთისპირა მყინვარი ალასკის სამხრეთ სანაპიროზე, იაკუტატისა და აისი-ბეის ყურეებს შორის. სიგრძე 45 კმ, სისქე 600 მ. შექმნილია რამდენიმე მყინვარული ნაკადით, რომლებიც წმინდა ილიას მთიდან ეშვება. კვებავს სიუარდის მყინვარულ აუზს, რომელიც 1500-2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 1930-იანი წლებიდან მალასპინის ფართობი მცირდება, ოკეანის ნაპირიდან უკან იხევს და ტოვებს ბოლომორენულ ზვინულს, რომელიც თანდათანობით წიწვოვანი ტყით იმოსება. სახელი ეწოდა ალესანდრო მალასპინას პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება]