მალალებისმაღალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მალალებისმაღალი | |
| კოორდინატები: / | |
|---|---|
| სიმაღლე |
4007 მ |
| მდებარეობა |
საქართველო/რუსეთის საზღვარი |
| ქედი | |
| ასაკი |
ქვედაიურული |
მალალებისმაღალი — მწვერვალი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილო გვერდითი ხევსურეთის ქედის ჩრდილო დაბოლოებაზე, მდინარე მეშიხის (არღუნის მარცხენა შენაკადი) სათავესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის და ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე. სიმაღლე 4007 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. აქვს მცირე მყინვარები. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 383, თბ., 1983 წელი.