მალავის ტბის ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მალავის ტბის ეროვნული პარკი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | vii, ix, x |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
| ნომერი | 289 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 289 რუს. • ინგლ. • ფრ. |
მალავის ტბის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი მალავიში. მდებარეობს მალავის ტბის სამხრეთ კიდესთან. ის ერთადერთი პარკია ამ ქვეყანაში, რომელიც თევზებისა და წყლის სხვა ბინადართა დასაცავად შეიქმნა. ეროვნული პარკი ხმელეთის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავს, რომელსაც ძირითადად ტბაში მდებარე კუნძულები შეადგენს, სადაც გავრცელებულია ცხოველები, მაგალითად პავიანები, ასევე 800 წლოვანი ბაობაბის ხე, რომლის ქვეშაც როგორც ამბობენ დეივიდ ლივინგსტონი ქადაგებდა ხოლმე და ესაუბრებოდა სხვა მისიონერებს. პარკის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ხუთი ადრეული მისიონერის საფლავი. პარკში არსებული თევზის მრავალი ენდემური სახეობა მნიშვნელოვანია ევოლუციის შესწავლისას.
1984 წლიდან, პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||