მაკულატურა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკულატურა (გერმ. Makulatur, ლათ. maculo — ვსვრი, ვაჭუჭყიანებ) — ვადაგასული ქაღალდისა და მუყაოს ნაკეთობანი, აგრეთვე პოლიგრაფიულ და სხვა საწარმოთა ქაღალდის ნარჩენები. იყენებენ ქაღალდის ფაბრიკებში მეორად საქონლად. მაკულატურის უტილიზაციას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. იგი საშუალებას იძლევა, დავზოგოთ მერქნის ნედლეული და შევამციროთ მზა პროდუქციის თვითღირებულება. მაკულატურა 1,5-2,5-ჯერ იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი ბოჭკოვანი ნახევარფაბრიკატი. 1 ტონა მაკულატურის გამოყენებით დაიზოგება 4 მ³ მერქანი. ზოგ ქვეყანაში — იაპონია, გერმანია და სხვა. — გამოყენებული მაკულატურის რაოდენობა მთელი მოხმარებული ქაღალდის პროდუქციის 50%-ს აღწევს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე