მაკრატელა (გვარი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაკრატელა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Calepina | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
მაკრატელა (Calepina) — მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. შეიცავს მხოლოდ ერთ სახეობას — Calepina irregularis. ერთწლოვანია. აქვს პატარა თეთრი ყვავილები და ერთთესლიანი უხსნადი ჭოტაკი. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანი და ჩანგისებრია, ღეროსეული — მოგრძო და მჯდომარე. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ ირანში. საქართველოში მაკრატელა იზრდება მშრალ ფერდობებზე (ველებზე და სხვა ადგილებში), როგორც სარეველა — მინდვრებსა და გზის პირებზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 376, თბ., 1983 წელი.