მაკმილანის გეგმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეროვნული მოლი მაკმილანის გეგმის ცენტრალური ნაწილი იყო.

მაკმილანის გეგმა (McMillan Plan) — არქიტექტურული გეგმა ვაშინგტონისთვის ჩამოყალიბებული 1901 წელს კოლუმბიის ოლქის სენატის პარკების განვითარების კომისიის მიერ, რომელიც კონგრესის მიერ შეიქმნა ერთი წლით ადრე. კომისია უკეთ ცნობილი იყო როგორც "მაკმილანის კომისია", რომელსაც სახელი კოლუმბიის ოლქის კომიტეტის თავმდჯომარის მიჩიგანის სენატორი ჯეიმზ მაკმილანის დაერქვა. მაკმილანის კომისიაში იმ დროის უდიდესი არქიტექტორები გაერთიანდნენ, მათ შორის დენიელ ბარნჰემი, ფრედერიკ ლოუ ოლმსტედი, ჩარლზ მაკკიმი და მოქანდაკე ოგიუსტ გოდენი.

კომისიის შთაგონება არქიტექტორი პიერ შარლ ლ'ანფანის 1791 წლის ქალაქის გეგმა იყო, რომელიც არასდროს განხორციელებულა. კომისიის წევრები ასევე ცდილობდნენ ევროპული დედაქალაქების — პარიზის, ლონდონის და რომის — დიდებულება შეექმნათ. მათზე დიდი გავლენა იქონია მოძრაობამ "ქალაქი-მშვენიერი", პროგრესული იდეოლოგია, რომლის მიზანი მნიშვნელოვანი, მონუმენტური არქიტექტურით სოციალური თანასწორობის შექმნა იყო ურბანულ ცენტრებში.

მაკმილანის გეგმა ქალაქის განახლების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმა იყო, რომელმაც ღარიბი უბნები მოაშორა დედაქალაქს, შეცვალა რა ისინი ახალი სახალხო მონუმენტებითა და სამთავრობო შენობებით. ამ გეგმით შეიქმნა ეროვნული მოლი და ბარნჰემის პროექტის მონუმენტური იუნიონ-სტეიშენი (რკინიგზის სადგური). გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა, თუმცა მშენებლობა ომის დასრულების შემდეგ გაგრძელდა და 1922 წელს დასრულდა ლინკოლნის მემორიალით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]