მაკინტოში (ლაბადა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაკინტოში.
მაკინტოშის მაღაზია ბარლინგტონის არკადიაზე, ლონდონი

მაკინტოში წყალგაუმტარი წვიმის ლაბადის ნაირსახეობაა, პირველად გაყიდვაში გამოჩნდა 1824 წელს, დამზადებული იყო რეზინისებრი ქსოვილისაგან. სახელი მაკინტოში დაერქვა მისი შოტლანდიელი გამომგონებელი ჩარლზ მაკინტოშის პატივსაცემად.

ლაბადის მაკინტოშის სტილი მას შემდეგ საკმაოდ მოდური გახდა და ამ სტილის მიმდინარეობის საერთო სახელი გახდა. თუმცა მაკინტოშის ლაბადა მისი თავდაპირველი მნიშვნელობით რეზინისებრი ან რეზინით ლამინირებული ქსოვილით უნდა იყოს დამზადებული.

მაკინტოშის მარკა[რედაქტირება]

ჩარლზ მაკინტოშმა წყალგაუმტარი ქსოვილის საკუთარი გამოგონება 1823 წელს დააპატენტა და პირველი მაკინტოშის ქურთუკები დამზადდა საოჯახო ტექსტილის ფაბრიკაში “ჩაზ მაკინტოში და კომპანია” გლაზგოში. 1830 წელს კომპანია გაერთიანდა სამკერვალო კომპანია “თომას ჰენკოკ”-თან, მანჩესტერი. ჰენკოკიც თავის მხრივ ექპერიმენტებს ატარებდა რეზინის საფარიან ქსოვილებზე 1819 წლიდან.

ადრეულ ნიმუშებს უსიამოვნო სუნისა და სიცხეში დნობის ტენდენციის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჰენკოკმა შემდგომში გააუმჯობესა მათი წყალგაუმტარი ქსოვილი, დააპატენტა რა რეზინის ვულკანიზაციის მეთოდი 1843 წელს, რომელმაც იმ დროს ბევრი პრობლემა გადაჭრა.

მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში კომპანია აგრძელებდა წყალგაუმტარი ტანსაცმლის გამოშვებას და მე-20 საუკუნის ბოლოსთვის იწოდებოდა “Traditional Weatherwear Ltd”, სამკერვალო ფაბრიკით კამბერნოდში, გლაზგოსთან. ბოლო წლებში კომპანია ცდილობს ტრადიციულ მაკინტოშის ლაბადას დაუბრუნოს საკუთარი ადგილი მაღალ მოდაში. ამისთვის ის თანამშრომლობას იწყებს წამყვან მოდის სახლებთან - გუჩი, ჰერმესი, ლუი ვიტონი და ლიბერტი. ლაბადები განსაკუთრებით პოპულარული გახდა იაპონელ ქალბატონებში და კომპანიამ 2000 წელს დედოფლის სამეწარმეო ჯილდო დაიმსახურა საერთაშორის ვაჭრობაში წარმატებისთვის.