მაკედონიის ფლორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკედონური ფიჭვი მაკედონიისთვის ძალიან დამახასიათებელი ხეა.

მაკედონიის რესპუბლიკის ფლორა წარმოდგენილია მცენარეთა დაახლოებით 210 ოჯახით, 920 გვარითა და 3 700 სახეობით. მცენარეთა შორის, მაკედონიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 3 200 სახეობით, ყველაზე გავრცელებულია ყვავილოვანი მცენარეები. ასევე საკმაოდ უხვადაა ხავსები (350 სახეობა) და გვიმრები (42 სახეობა).

ბუნების მსოფლიო ფონდისა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ევროპის ეკოლოგიური რეგიონების ციფრული რუკის მიხედვით, მაკედონიის ტერიტორიაზე შეიძლება გამოიყოს ოთხი ეკორეგიონი: პინდოსის მთიანეთის შერეული ტყეები, ბალკანეთის შერეული ტყეები, როდოპების შერეული ტყეები და ეგეოსის სკლეროფილები და შერეული ტყეები.

მცენარეთა ოჯახების, გვარებისა და სახეობების რიცხობრივი განაწილება[რედაქტირება]

მაკედონიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა მცენარის გვარისა და სახეობის შესახებ ინფორმაცია შეტანილი ნაშრომში „მაკედონიის რესპუბლიკის ფლორა“ (მაკედონურად Флора на Република Македонија), რომლის ავტორი აკადემიკოსი და მაკედონიაში ბოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი კირილ მეცევსკია.

ჯგუფი ოჯახი გვარი სახეობა ქვესახეობა, ჯიში, ფორმები All taxa
ღვიძლის ხავსები 29 42 66 - -
ანთოცეროტოვანნი 1 1 1 - -
ხავსები 34 124 330 - -
ლიკოპოდიუმები 3 5 6 - 6
შვიტები 1 1 7 13 20
გვიმრები 15 21 42 18 60
წიწვოვნები 4 6 15 7 22
ყვავილოვნები
*ერთლებნიანები
*ორლებნიანნი
120
102
18
720
565
155
3,200
2,600
600
1,700
1,500
200
4,900
4,100
800
მცენარეთა ტაქსონები სულ 210 920 3,700 1,740 5,350

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]