მაკედონიის ტურიზმი
ტურიზმი მაკედონიაში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების სიუხვე მაკედონიას ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველს ხდის.
ყოველწლიურად, მაკედონია საშუალოდ 700 000 ტურისტს იღებს.[1]
სექციების სია |
სტატისტიკა[რედაქტირება]
ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვის მუდმივი მატების ტენდენცია შეიმჩნევა. 2008 წლის იანვარ-მარტში, შიდა ტურისტების რიცხვი 23,5%-ით გაიზარდა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამევე დროს, 2008 წელს, უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 44,7%-ით გაიზარდა.[2] 2007 წელს, ოჰრიდის ტბამ სულ 250 000 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მიიღო.[3]
2009 წლის თებერვალში, მაკედონიას 28 000 ტურისტი ეწვია, წინა წლის იგივე თვის მაჩვენებელზე 3,2%-ით მეტი. ამავე წელს, უცხოელ ტურისტთა რიცხვი 8%-ით გაიზარდა.[4]
2009 წლის ზაფხული საუკეთესო სეზონი აღმოჩნდა ქალაქ დოირანისთვის, რომელმაც წინა წლის მაჩვენებელი 12,5%-ით გააუმჯობესა და 135 000 ვიზიტორი მიიღო.[5]
2010 წლის მაისში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ტურისტთა ოდენობამ 0,8%-ით მოიმატა, 2011 წლის პირველ ნახევარში კი 25%-ით.[6]
2012 წლის პირველ ოთხ თვეში, მაკედონიაში ტურისტთა რაოდენობამ 130 083-ს მიაღწია, რითაც წინა წლის მაჩვენებელი 4,6%-ით გაიზარდა.[7]
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]
მაკედონიის ყველაზე პოპილარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა:
- სკოპიე — ქვეყნის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი.
- ქალაქი ოჰრიდი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
- ბიტოლა — მაკედონიის მეორე უდიდესი ქალაქი, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.
- შტიპი — აღმოსავლეთ მაკედონიის უდიდესი ქალაქი.
ქვეყანაში შექმნილია სამი ეროვნული პარკი და 33 ბუნების ნაკრძალი, რომლებიც ტურისტებს შორის ასევე პოპულარულია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- National Macedonian Tourism Portal
- Travel 2 Macedonia Tourism Portal
მაკედონია, ტურისტული მეგზური Wikivoyage-ზე
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ 101 facts about Macedonia
- ↑ State Statistical Office of the Republic of Macedonia
- ↑ Southeast European Times
- ↑ MINA
- ↑ Mina
- ↑ State Statistical Office of Macedonia
- ↑ “Macedonia's 4-mo Tourist Numbers Rise 4.6% Y/Y - Table“, SeeNews, 13 June 2012. წაკითხვის თარიღი: 19 June 2012. (English)
|
|||||||||||