ჩრდილოეთ მაკედონიის სიმბოლოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაკედონიის სიმბოლოები)

მას შემდეგ რაც ჩრდილოეთმა მაკედონიამ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. დროშა ორჯერ შეიცვალა და დღეს მასზე გამოსახულია წითელ ფონზე ყვითელი მზე რვა სხივით, ხოლო გერბ დარჩა იგივე, რაც იუგოსლავიის იყო: მოიხსნა წითელი ვარსკვლავი.

დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული დროშა

ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლოა და წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის მეწამულ ველს, რომელზეც გამოსახულია ყვითელი მზე რვა სხივით. იგი არის „თავისუფლების ახალი მზე“ (მაკედ. ново сонце на слободата; ეს სიტყვები გამოყენებულია რესპუბლიკის ეროვნულ ჰიმნში). დროშა მიიღეს 1995 წლის 5 ოქტომბერს.

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბი

ჩრდილოეთ მაკედონიის გერბი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლოა. მიიღეს 1947 წლის 27 ივლისს. გერბის დიზაინი დაფუძნებულია სსრკ-ის გერბზე. გერბი დაფუძნებულია მხოლოდ პეიზაჟურ მახასიათებლებზე და არ შეიცავს არანაირ ისტორიულ სიმბოლოებს.

გერბზე გამოსახულია ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლესი მწვერვალი – მთა კორაბი, წყალი (მდინარე) და მზე;[1][2] ასევე ის კულტურები, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიაში იზრდება (ხორბალი, ყაყაჩო, თამბაქო და ბამბა). ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ლენტი ეროვნული ორნამენტებით.

1991 წელს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საუბარი დაიწყეს ახალ გერბზე, მაგრამ ყველა ვარიანტი დაიწუნეს და შეინარჩუნეს სოციალისტური მაკედონიის გერბი. 2009 წელს მიიღეს გადაწყვეტილება გერბიდან მოეშორებინათ ხუთქიმიანი ვარსკვლავი, როგორც კომუნიზმის სიმბოლო.

ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს მაკედონიის თავზე ჩრდილოეთ მაკედონიის ოფიციალური ჰიმნია. ტექსტის ავტორია ვლად მალესკი, მუსიკის ავტორი კი — ტოდორ სკალოვსკი. ჰიმნი დაიწერა 1943 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი გამოიყენებოდა, როგორც მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის ჰიმნი, ხოლო 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ჰიმნად გამოცხადდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Around Us — the Encyclopaedia for Children and Youth, XI edition, Školska knjiga, Zagreb, 1987, vol. II (A-M), page 242
  2. http://www.heraldika.org.mk/Drzaven.htm დაარქივებული 2008-10-02 საიტზე Wayback Machine. Со замената на сликата се менува и објаснувањето, Пирин преоѓа во Кораб.