მაკამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ ჰარირის მაკამას ილუსტრაცია, XIII საუკუნე

მაკამა — გარდამავალი თხრობის ტიპი პროზასა და პოეზიას შორის, მდებარეობს ფიქციურ და არაფიქციურ ჟანრებს შორის.

ეს არის რეალური სიტუაციებიდან აღებული, მაგრამ შელამაზებული მოკლე მოთხრობების სერიები, რომლებიც გარკვეული ამბის მიღმა სხვა თემას ეხება. ამ ჟანრის მაგალითს წარმოადგენს მაკამა ჯაოზზე, რომელიც წარმოდგება როგორც სხვადასხვა არომატების შედარება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური სატირა. ჟანრის ფუძემდებლად მიჩნეულია ალ-ჰამადჰარი. მაკამა განსაკუთრებით პოპულარული იყო არაბულ ლიტერატურაში და მას XVII–XVIII საუკუნეებშიც კი იყენებდნენ, როდესაც არაბული ლიტერატურა უკვე კრიზისს განიცდიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]