მაკაის ტბა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკაის ტბა
Lake mackay.jpg
კოორდინატები:

22°30′00″ ს. გ. 128°35′00″ ა. გ. / 

მდებარეობა დროშა: ავსტრალია ავსტრალია
ფართობი 3,494 კმ²

მაკაის ტბა მდებარეობა ავსტრალია

Blue pog.svg
მაკაის ტბა

მაკაის ტბა (ინგლ. Lake Mackay) — მარილიანი ტბა დასავლეთ ავსტრალიაში. თანამგზავრული გამოსახულება[1] ნათლად უჩვენებს მშრალი უბნების არსებობას დიდი ქვიშიანი უდაბნოს, გიბსონის უდაბნოსა და ტანამის უდაბნოებში. ტბის თითქმის 2/3 მოთავსებულია დასავლეთ ავსტრალიაში, დანარჩენი ნაწილი კი ჩრდილოეთ ტერიტორიაზეა.

მაკაის ტბა ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ და დასავლეთიდან-აღმოსავლეთისაკენ ფარავს დაახლოებით 100 კმ-ს. ზედაპირის ფართობი აღწევს 3,494 კმ²-ს, და ამრიგად წარმოადგენს დასავლეთ ავსტრალიის უდიდეს ტბას. ფოტოსურათზე არსებული უფრო ბნელი უბნები მიუთითებენ უდაბური მცენარეულობისაკენ ან ზღვის წყალმცენარეებისაკენ. ასეთი არიდული ჰავის პირობებში მარილები და სხვ. მინერალები კაპილარული აქტიურობის ხარჯზე ამოდიან ზედაპირზე, რომელიც აორთქლებით არის გამოწვეული. აქედან ტბის ზედაპირზე ჩნდება რეფლექსური თეთრი ზედაპირები. მიუხედავად იმისა, რომ ტბის დიდი ნაწილი დამშრალია, მისი ცალკეული მონაკვეთები დიდი სიღრმეებით ხასიათდება. ბევრია კუნძული, განსაკუთრებით ტბის დასავლეთ ნაწილში.

სახელი ეწოდა ევროპელი მკვლევარის დონალდ ჯორჯ მაკაის პატივსაცემად, რომელიც ამ რაიონებში კვლევებს აწარმოებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]