მაი-ნდომბე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაი-ნდომბე | |
|---|---|
| Mai-Ndombe | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| ფართობი | 2325 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 7 მ |
| საშუალო სიღრმე | 2,5-5 მ |
| გამომდინარე მდინარე | ფიმი |
მაი-ნდომბე (ინგლ. Mai Ndombe; 1973 წლამდე ლეოპოლდ II-ის ტბა) — ტბა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კონგოს ღრმულის ცენტრალურ ნაწილში. ფართობი 2325 კმ2. (წვიმების დროს 8200 კმ2-მდე), საშუალო სიღრმე 2,5-5 მეტრი, მაქსიმალური — 7 მ. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია, დაჭაობებული, დაფარულია ეკვატორული ტყით. უდიდესი დონეები სექტემბერ-ოქტომბერშია, ტბიდან გამოედინება მდინარე ფიმი (მდინარე კასაის შენაკადი, კონგოს აუზი). ტბა აღმოაჩინა 1882 წელს ჰენრი სტენლიმ. განვითარებულია თევზჭერა. იყენებენ სანაოსნოდ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 363, თბ., 1983 წელი.

