მაილს დევისი
| მაილს დევისი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | მაილს დიუი დევის III | |
| დაიბადა | 26 მაისი, 1926 | |
| დაბადების ადგილი | ოლტონი, ილინოისი, [აშშ] | |
| გარდაიცვალა | 28 სექტემბერი, 1991 (65 წლის) | |
| გარდაცვალების ადგილი | სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ | |
| ჟანრ(ებ)ი | ჯაზი, ჰარდ ბოპი, ბიბოპი, ქულ ჯაზი, მოდალ ჯაზი, ჯაზ ფიუჟენი, მესამე ტალღა, ჯაფ-ფანკი, ჯაზ-რეპი[1][2] | |
| საქმიანობა | ბენდის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი, მესაყვირე, შემსრულებელი | |
| აქტიური | 1944–1975, 1980–1991 | |
| ლეიბლ(ებ)ი | Capitol Jazz/EMI, Columbia/CBS, Warner Bros. Dial Records | |
| ასოციაციები | ბილი ეკსტაინი, ჩარლი პარკერი, მაილს დევისის კვინტეტი, გილ ევანსი | |
| საიტი | ოფიციალური საიტი | |
მაილს დევისი (სრული სახელი: მაილს დიუი დევის III, ინგ. Miles Dewey Davis III) (26 მაისი, 1926 - 28 სექტემბერი, 1991) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი.
საყვირზე შემსრულებელი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი, დევისი ფორფოსტი იყო თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა ჯაზის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან შეასრულა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადრეული ბიბოპ სტილის კომპოზიციები და გამოუშვა ქულ-ჯაზის პირველი ჩანაწერები. ის მოდალური ჯაზის განვითარების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, ხოლო ჯაზ-როკი კი მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა სხვა მუსიკოსებთან ერთად გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში.
თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშემდგომი სტილი, რომელზეც დევისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგიერთი მუსიკოსი მისი ბენდებიდან მოგვიანებით ამ მიმართულებას მიჰყვება. მისი ჩანაწერები, მისსავე მრავალრიცხოვან ბენდებთან ცოცხალ შესრულებებთან ერთად, გადამწყვეტი იყო ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების ჟანრის, დამკვიდრებაში. ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დევისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დრო და დრო კონფრონტაციული, პიროვნებით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დევისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო იყო.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მაილს დევისი საიტზე Find A Grave
- ოფიციალური გვერდი
- ლეიბლის ოფიციალური გვერდი
- მაილს დევისი საიტზე Allmusic
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Fadoir, Nick, "Jazz and Hip Hop: You Know, for Kids", The Big Green, Michigan State University, October 15, 2009.
- ↑ Considine, J.D., "Jazz And Rap A Jarring Mix", The Baltimore Sun, July 6, 1992