მაილზ ო’ბრაიენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაილზ ო'ბრაიენი
Miles O'Brien, 2375.jpg
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი სექტემბერი 2328[1]
დაბადების ადგილი ირლანდია
თანამდებობა

ტრანსპორტიორის ოპერატორი (USS ენტერპრაიზ NCC1701-D)

მთავარი ინჟინერი (ღრმა კოსმოსი 9)
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
ოჯახი

კეიკო ო’ბრაიენი (მეუღლე)

მოლლი და კირაიოში (შვილები)
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა

ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
მსახიობი კოლმ მენი
imdb IMDb პროფილი

მაილზ ო’ბრაიენი (ინგლ. Miles O'Brien, კლინგ. wo’rIv) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალებში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მაილზ ო’ბრაიენი დაიბადა 2328 წელს ირლანდიაში, მას ყავს ორი ძმა. მამამისს, მაიკლ ო’ბრაიენს სურდა რომ იგი შესულიყო მუსიკალურ აკადემიაში, თუმცა რამდენიმედღით ადრე მაილზი შევიდე ვარსკვლავურ ფლოტში. იგი მსახურობდა და ხომალდზე USS Rutledge კარდასიანებთან ომში.

მაილზ ო’ბრაიენის ქორწილი

სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა მაილზი იგი მსახურობს USS ენტერპრაიზ NCC-1701-D. იგი იყო ტრანსპორტიორის ოპერატორი.

2367 წელს იგი დაუპირისპირდა თავის ყოფილ მეთაურს, ბენჯამინ მაქსველს, როცა იგი თავს დაესხა კარდასიანულ ხომალდებს და დაარღვია ფედერაციასა და კარდასიას შორის არსებული სამშვიდობო შეთანხმება.

როცა კლინოგებს შორის სამოქალაქო ომის გამო ვორფმა დატოვა ხომალდი, მის მოვალეობებს ასრულებდა მაილზ ო’ბრაიენი.

ენტერპრაიზზე სამსახურის პერიოდში, 2367 წლის 24 ოქტომბერს მაილზ ო’ბრაიენმა იქორწინა კეიკო იშიკავაზე[2]. მათ სავთ ერთი ქალიშვილი (მოლი) და ერთი ვაჟი.

2369 წელს მაილზ ო’ბრაიენი გადაყვანილ იქნა კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9. მან ჯაძია დქსთან ერთად შეიმუშავა მეთოდი, სადგურის გადასაადგილებლად ბაჯორის ორბიტიდან ახლად ახმოჩენილი სივრცითი ანომალიის ახლოს . მოგვიანებით იგი გახდა სადგურის მთავარი ინჟინერი.

სადგურზე მან გაისნო ექიმი ჯულიან ბაშირი და მალე ისინი დამეგობრდნენ. ისინი ხშირად თამაშობდნენ დარტსს.

კეიკო ო’ბრაიენი შვილთან ერთად

2370 წელს იგი დაიჭირეს კარდასიანებმა და დაადანაშაულეს მაკისათვის იარაღის მიწოდებაში. ბრალდება მოეხსნა მას შემდეგ რაც გაირკვა რომ იგი გამოგონილი იყო ფედერაციის დისკრედიტაციის მიზნით.

ომის დასრულების შემდეგ მაილზ ო’ბრაიენი ოჯახტან ერთად დაბრუნდა დედამიწაზე, სადაც მან მუშაობა დაიწყო ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]