მაიკლ ფასბენდერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიკლ ფასბენდერი
Michael Fassbender
Michael Fassbender Cannes 2009.jpg
ფასბენდერი 2009 წლის კანის კინოფესტივალზე
დაბ. სახელი მაიკლ ფასბენდერი
დაბ. ადგილი ჰაიდელბერგი, გერმანია
დაბ. თარიღი 2 აპრილი, 1977
საქმიანობა მსახიობი
წლები 2001 – დღემდე
სხვა ჯილდოები
ვოლპის თასი
2011 — სირცხვილი

მაიკლ ფასბენდერი (ინგლ. Michael Fassbender დ. 2 აპრილი, 1977, ჰაიდელბერგი) — გერმანული წარმოშობის ირლანდიელი მსახიობი.[1][2] ის ცნობილია ლეიტენანტ არჩი ჰიკოქსის როლის განსახიერებით კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრებში“ (2009), ასევე მარველის კომიქსების პერსონაჟის, მაგნეტოს თამაშით ფილმში „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (2011). 2001 წლიდან ფასბენდერი თამაშობდა სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში, მათ შორის „ჯარისკაცთა საძმოსა“ და „ჰექსში“. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ზაკ სნაიდერის „300-ში“ (2007) და სტივ მაკქუინის ფილმებში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2007 300 300 სტელიოსი
2007 ენჯელი Angel ესმე ჰოვ-ნევინსონი
2008 შიმშილობა Hunger ბობი სენდსი
2008 სამოთხის ტბა Eden Lake სტივი
2009 სისხლიანი ნაკადული Blood Creek რიჩარდ უირთი
2009 აკვარიუმი Fish Tank კონორი
2009 უსახელო ნაბიჭვრები Inglourious Basterds ლეიტენანტი არჩი ჰიკოქსი
2010 ცენტურიონი Centurion კვინტუს დიასი
2010 ჯონა ჰექსი Jonah Hex ბერკი
2011 ჯეინ ეარი Jane Eyre ედვარდ როჩესტერი
2011 იქს-ადამიანები: პირველი კლასი X-Men: First Class მაგნეტო
2011 სახიფათო მეთოდი A Dangerous Method კარლ იუნგი
2011 სირცხვილი Shame ბრენდონ სალივანი
2012 ნოკაუტი Haywire პოლი
2012 პრომეთე Prometheus დევიდი
2013 მონობის 12 წელი 12 Years a Slave ედვინ ეპსი
2013 მრჩეველი The Counselor მრჩეველი
2014 იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები X-Men: Days of Future Past მაგნეტო
2014 ფრენკი Frank ფრენკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Wonderland Magazine Interview MichaelFassbender.org. Retrieved June 27, 2011
  2. Movie review: 'Jane Eyre' Los Angeles Times. Retrieved June 27, 2011