მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი (MBΤΙ) — პიროვნების საკვლევი კითხვარი, რომელიც შეიქმნა 1940-იან წლებში კეტრინ ბრიგსის და მისი ქალიშვილის იზაბელ ბრიგს მაიერსის მიერ. იგი ეფუძნება იუნგის თეორიულ მოდელს და იკვლევს პიროვნებას შემდეგი განზომილების მიხედვით:

  • ექსტრავერსია - ინტრავერსია (E-I)
  • შეგრძნება - ინტუიცია (Ѕ-N)
  • გრძნობა - აზროვნება (F-Τ)
  • განსჯა-პერცეფცია (Ј-P)

ექსტრავერსია-ინტრავერსია[რედაქტირება]

ეს სკალა პასუხობს შეკითხვას: რაზე მიმართავთ უპირატესად ყურადღებას? ექსტრავერტები ყურადღებას მიმართავენ გარე სამყაროზე. ისინი სამყაროს საკუთარი გამოცდილების შეძენის პროცესში შეიცნობენ და უყვართ მოქმედება. ინტროვერტები კი ყურადღებას წარმართავენ შინაგანი სამყაროსკენ. ისინი ინტერესით ასრულებენ ისეთ საქმეს,სადაც ძირითადი აქტივობა აზროვნებაა. მათ ურჩევნიათ ჯერ შეიმეცნონ სამყარო და მხოლოდ შემდეგ იმოქმედონ. ექსტრავერტების და ინტროვერტების ხასიათის კონტრასტულობა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვადგინოთ:

  • ექსტრავერტები არიან მოქმედებაზე ორიენტირებული, ხოლო ინტროვერტები - ფიქრზე.
  • ექსტრავერტები ისწრაფვიან ცოდნის გაფართოებისკენ, ხოლო ინტროვერტები - ცოდნის გაღრმავებისკენ.
  • ექსტრავერტებს ურჩევნიათ ჰქონდეთ ხშირი ინტერაქცია, ხოლო ინტროვერტები უფრო იშვიათ ინტერაქციას ამჯობინებენ.
  • ექსტრავერტები განიტვირთებიან და ენერგიას ღებულობენ ხალხთან ურთიერთობით, ხოლო ინტროვერტები - მარტო ყოფნით.

შეგრძნება-ინტუიცია[რედაქტირება]

ეს სკალა აღწერს მოვლენათა შესახებ ინფორმაციის მიღების ორ საწინააღმდეგო გზას. შეცნობის ერთ-ერთი გზაა შეგრძნება (მხედველობა, სმენა და ა.შ.) შეგრძნებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სიტუაციის შეფასებაში.შეგრძნებათა ტიპის ადამიანებს აქვთ აწმყოში მოცემულ ფაქტებთან მუშაობის ტენდენცია და ამიტომ პრაქტიკულნი და რეალისტურნი არიან. შეცნობის მეორე გზაა ინტუიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შეგრძნებათა საშუალებით მიღებული ინფორმაციის მიღმა არსებული შინაარსები, დამოკიდებულებები და შესაძლებლობები. ინტუიცია ახალი შესაძლებლობებისა და გზების აღმოჩენის გამოცდილების შეძენის საშუალებაა.

გრძნობა-აზროვნება[რედაქტირება]

ეს სკალა პასუხობს კითხვას: როგორ ვღებულობთ გადაწყვეტილებას? როდესაც ვიღებთ ინფორმაციას შეგრძნებით ან ინტუიციით, იგი უნდა დავამუშავოთ დასკვნების გამოსატანად და თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად. ეს სკალა აღწერს გადაწყვეტის ან განსჯის განსხვავებულ გზებს. გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი გზაა აზროვნება,რომლის საშუალებითაც შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ რაიმე მოქმედების ლოგიკური შედეგი. ადამიანები,რომლებიც აზროვნებას ანიჭებენ უპირატესობას,ეძებენ ჭეშმარიტების ობიექტურ საზომს.გადაწყვეტილების მიღების მეორე გზა გრძნობას ეყრდნობა.გრძნობა ადგენს თუ რა არის თქვენთვის ან სხვა პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი და ამიტომაც გადაწყვეტილებას იღებთ პიროვნული ღირებულებების საფუძველზე.როდესაც რაიმეს წყვეტთ, საკუთარ თავს ეკითხებით,რომელი ალტერნატივა მოგწონთ,რომელს მეტი პიროვნული ღირებულება აქვს?

განსჯა-პერცეფცია[რედაქტირება]

ეს სკალა პასუხობს კითხვაზე: როგორია თქვენი ორიენტაცია გარე სამყაროს მიმართ? იგი აღწერს თქვენი ცხოვრების სტილს გარე სამყაროსთან მიმართებაში. ადამიანი,რომელსაც განსჯითი მიდგომა აქვს,ცხოვრობს დაგეგმილი და მოწესრიგებული ცხოვრებით,ღებულობს გარკვეულ გადაწყვეტილებას და ბოლომდე მიჰყავს იგი,უპირატესობას ანიჭებს მოწესრიგებულ და ორგანიზებულ ყოფას.პერცეპტული ადამიანი ეწევა სპონტანურ,მოქნილ ცხოვრებას.ამ ტიპის ადამიანებს ცხოვრების შეცნობა უფრო აინტერებთ,ვიდრე მისი კონტროლი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ია კუტალაძე - „ადამიანური რესურსის მენეჯმენტი“.თბ 1999წ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]