მათრახა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მათრახა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ჯვაროსნები
გვარი: მათრახა
ლათინური სახელი
Isatis
დაცვის სტატუსი

მათრახა (Isatis), მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. ერთ- ან ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახია. 60-მდე სახეობა გავრცელებულია აზიასა და ევროპაში. საქართველოში 7 სახეობაა, მათ შორის ქართული მათრახა (Isatis iberica) ფართოდაა გავრცელებული თბილისის მიდამოებში; Isatis buschiana და Isatis bungeana სამხრეთ საქართველოს მთის ქსეროფილური დაჯგუფებების კომპონენტებია. მათრახა იზრდება მშრალ კლდეებსა და ჩამონაზვავებზე, ველის დაჯგუფებებში. საღებავი მათრახას (Isatis tinctoria) ფოთლებისაგან მაუდის მუქ ლურჯ საღებავს (ინდიგო) იღებდნენ და დიდი რაოდენობით მოჰყავდათ დასავლეთ ევროპაში (ინდიგოს სინთეზური წარმოების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 357, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე