მათიას თეოდორ ფოგტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მათიას თეოდორ ფოგტი

მათიას თეოდორ ფოგტი (დ. 1959, რომი) — გერმანელი ისტორიკოსი და მუსიკათმცოდნე. 1997 წლიდან არის კულტურის პოლიტიკის და კულტურის ისტორიის პროფესორი ციტაუ/გერლიცის უნივერსიტეტში ამჟამად, იგი მუშაობს მენეჯმენტის და კულტურის კვლევების ფაკულტეტზე. ფოგტი არის საქსონიის (გიორლიცი, გერმანია) კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის (გერმანლად: Institut für kulturelle Infrastruktur Sachsen) დამფუძნებელი და დირექტორი. მან შეისწავლა თეატრმცოდნეობა, ფილოსოფია, გერმანისტიკა და მუსიკათმცოდნეობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1990 წლიდან იკვლევს ისეთ საკითხებს როგორიცაა, ევროპის კულტურის ტრანსფორმაცია და ასევე კულტურის ეკონომიკა და პოლიტიკა. პროფ. ფოგტს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის ბერლინში, ბრიუსელში, ფრანკფურტში, ნიუ იორკში, ოქსფორდში, ვენაში, ტოკიოში და ასევე კულტურის განვითარების კუთხით იგი თანამშრომლობს ბევრ ორგანიზაციებთან, იუნესკოს ხელმძღვანელობით. მ.თ. ფოგტი ევროპაში (განსაკუთრებით გერმანიაში) ითვლება, როგორც ინოვაციური რეფორმატორი, კულტურის გამოჩენილი ანიმატორი (მხატვარი-მულტიპლიკატორი), რომელიც მუშაობს გერმანიის მთავრობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე იგი მსოფლიოში ცნობილი ლექტორია.

ცხოვრება[რედაქტირება]

მათიას თეოდორ ფოგტი გაიზარდა ფრაიბურგის მახლობლად, მისი ბაბუა თეოდორ სპირა სოციალისტებმა გააძევეს კიონისბეგის უნივერსიტეტიდან. 5 წლის ასაკიდან მათიას თეოდორ ფოგტი სწავლობდა ფლეიტაზე დაკვრას. 1971 წლიდან სწავლობდა ვიოლონჩელზე დაკვრას ბაზელის კონსერვატორიაში ნიკოლაუს ულენხუთთან, მოგვიანბით კი ათის თაიჰმანესთან ფრაიბურგში, ხოლო ზოგიერთ კომპოზიციებს ასრულებდა ლუიჯი ნონოს და ჰანს-პიტერ ჰალლერის ხელმძღვანელობით. სკოლის დამთავრების შემდეგ ფოგტი დადიოდა თეატრმცოდნეობის, ფილოსოფიის, მუსიკათმცოდნეობის და გერმანისტიკის ფაკულტეტებზე, კერძოდ კი მიუნხენში (ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში), პარიზში და ბერლინში (ტექნიკურ უნივერსიტეტში). 1983 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში კლაუს ლაზაროვიჩის და სუსანა ვილის ხელმძღვანელობით, ხოლო 1988 წელს ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ცნობილი მუსიკათმცოდნე - კარლ დაჰლჰაუსის ხელმძღვანელობით. მაგისტრატურის დამტავრების შემდეგ მუშაობდა მნიშვნელოვან მუსიკალურ ივენთებზე ვენის სახელმწიფო ოპერაში, ზალცბურგის ფესტივალზე, მილანის ლა სკალას თეატრში, მათ შორის ვენეციის ბიენალე, შატლეს თეატრი პარიზში, მოსკოვის სახელმწიფო თეატრი, რუსეთის ნაციონალური თეატრი და რომის თეატრში. 1986-89 წლებში ფოგტმა დასაბეჭდად მოამზადა პრესტიჟული პროგრამის წიგნი (Bayreuth Festival). როგორც მუსიკოსი და მუსიკათმცოდნე, მისის ყურადღება ორიენტირებლია თანამედროვე მუსიკაზე და მუსიკის როლზე, როგორც თეატრში ისე ოპერაში. იგი თანამშრომლობდა ლუიჯი ნონოსთან, ლუჩიანო ბერიოსთან და კარლჰეინც შტოკჰაუზენთან მსოფლიო პრემიერებზე „პრომეთე“, “Un Re in Ascolto”, “Samstag aus Licht”. 1983 წლიდან ფორტი უკვე ასწავლის 4 ენაზე: ინგლისურზე, ფრანგულზე, გერმანულზე და იტალიურზე. იგი ლექციებს კითხულობდა, როგორც მოწვეული პროფესორი ევროპის უნივერსიტეტებში, იაპონიაში, აშშ-ში, საქართველოში. მან გადაწყვიტა, რომ თავისი კარიერი მიუძღვნას კულტურის მხარდაჭერას. როგორხ ცნობილი სპეციალისტი, იგი აწყობს სტუდენტებისთვის ღონისძიებებს და კონფერენციებს, როგორიცაა ახალგაზრდა მუსიკოსების შეხვედრები ამ სფეროს პროფესიონალებთან (საერთაშორისო ხელოვნების საზაფხულო სკოლა).

კულტურული მოღვაწეობა[რედაქტირება]

ფოგტის ყველაზე შესანიშნავი მიღწევა იყო კანონში ახალი სისტემის განვითარება, რის შედეგად ზოგიერთმა სამთავრობო სისტემამ დააფინანსა კულტურა. იგი კულტურის სექტორში კანონის ახალი კონცეფციის ავტორია საქსონიაში. ამ ღონისძიებამ გაუმჯობესა გერმანიის კულტურული ინსტიტუციების დაფინანსება, შემდგომ გერმანიის წარმომადგენელთა პალატამ ეს მოდელი შესთავაზეს სხვა ქვეყნებს.

როგორც მეცნიერი ფოგტი იკვლევს ევროპის კულტურის ისტორიას, განსაკუთრებით კულტურული ტრანსფორმაციების პროცესებს და კულტურის პოლიტიკის საკითხებს. მის ძირითადი ინტერესს წარმოადგენს კულტურის პოლიტიკის კვლევის მეთოდოლოგიური ასპექტები. კვლევის სხვა სფერობია ეროვნული უმცირესობები.

1997 წელს იუნესკოს გენერალური დირექტორის Federico Mayor პატრონაჟით ფოგტმა დააარსა ახალი სასწავლო პროგრამა - კულტურა და მისი მენეჯმენტი (B.A./M.A.), საქსონიის (ციტაუ/გიორლიცის) კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის პასუხილმგებლობით. სასწავლო მოდული მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს როგორც კულტურის კვლევები, ასევე ეკომიკის და კონკრეულად კი ფოკუსირდება ცენტრალური ევროპის საკითხებზე. საქსონიის (ციტაუ/გიორლიცის) კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტი დაარსდა 1994 წელს, სახელმწიფო მინისტრის ჰანს იოახიმ მაიერი და მათიას თეოდორ ფოგტის რამდენიმე წლიანი წარმატებული მუსაობის შედეგად სახელმწიფო სამინისტროსთან. 1999 წლიდან ამ ინსტიტუტის შტაბ-ბინა მდებარეობს Klingewalde ციხეში, გიორლიცის მახლობლად. ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მაგალითად Freya von Moltke, Yehudi Menuhin and Krzysztof Penderecki. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არის დიტერ ბინგენი, გერმანულ-პოლონური უნივერსიტეტის დირექტორი. 90-იანი წლების დასაწყისში და დღემდე ფოგტი აშენებს კულტურის მენეჯმენტის ევროპულ ქსელს, რომელიც ამჟამად მოიცავს შემდეგ უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს: გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, იტალიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, ფინეთის, რუსეთის, შვედეთის, ბულგარეთის, იაპონიის, საქართველოს და ბულგარეთის.

28.05 – 01.06 2012 წ. გერლიცში გაიმართა მე-15 საიუბილეო საერთაშორისო კონერენცია. ევროპის ქვეყნებში ფოგტი არაერთი კვლევის და სამეცნიერო პროექტის ავტორია. დღეისათვის იგი მუშაობს მრავალეროვნულ კვლევის პროექტზე “Brain Gain for Middle Size Cities”. ასევე ფოგტი იმ საზოგადოების პრეზიდენტია, რომელიც ჯილდოებს გადასცემს კულრუტული განსხვავებების და ინტერნაციონალური მუშაობისთვის გამოჩენილ მოღვაწეებს. გამარჯებულებს შორის არიან: ფრეია ვონ მოტკე, ვლადისლავ ბარტოზევსკი, ნორმან დეივისი, ფრიც სტერნი და ტედიუს მაზოვიჩი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Institut für kulturelle Infrastrukture Sachsen:

http://kultur.org/

  • Interview with Mr M. Th. Vogt (in Polish language):

http://polskamuza.eu/wywiady_archiwum.php?id=563

  • Announcing the Cross the Borders conference (in Polish language):

http://polskamuza.eu/polecamy.php?id=90

  • Report from the Cross the Borders conference (in Polish language):

http://polskamuza.eu/wywiady_archiwum.php?id=591

http://kultur.org/vogt-schriften-2

  • Literatur by and on Matthias Theodor Vogt in the catalogue of the Deutsche Nationalbibliothek

https://portal.dnb.de/opac.htm?query=vogt+matthias+theodor&method=simpleSearch