მავერანაჰრი
მავერანაჰრი — ამუდარიისა და სირდარიის შუამდინარეთში მდებარე ისტორიული ოლქის (სამარყანდ-ბუხარის რეგიონის) არაბული სახელწოდება VII საუკუნიდან.
სახელწოდება წარმოიშვა არაბული დაპყრობების დროს VII–VIII საუკუნეებში და თავდაპირველად აღნიშნავდა ამუდარიის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ოლქებს. მავერანაჰრი სიტყვასიტყვით აღნიშნავს 'სანაპიროს", "მდინარის ნაპირს". მოგვიანებით ეს ტერმინი გადაიქცა ამუდარიასა და სირდარიას შორის მდებარე მთელი რეგიონის სახელწოდებად.
მთლიანობაში იგი მოიცავს სოგდიანას და მასში არ შედის ფერღანის ოლქი და პამირი. მავერანაჰრის ტერიტორიაზე განლაგებულია თანამედროვე უზბეკეთის დიდი ნაწილი, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დასავლეთი მხარეები, თურქმენეთის აღმოსავლეთი და ყაზახეთის სამხრეთი რეგიონები. ასევე აქ მდებარეობს უძველესი და უდიდესი ქალაქები — სამარყანდი, ბუხარა, ხუჯანდი, ხივა, თურქესტანი და სხვ.