მადრიდის ტერაქტი (2004)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერაქტისას აფეთქებული მატარებელი 2004 წლის 11 მარტი

მადრიდის ტერაქტიესპანეთის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, 2004 წლის 11 მარტს (3/11) განხორციელებული ტერორისტული აქტი. ქალაქის საგარეუბნო მატარებლებში სადგურებზე ატოჩა, ელ-პოსო და სანტა-ეუხენია, 5 წუთის ინტერვალში აფეთქდა 13 ბომბი. დაიღუპა 191 ადამიანი, 1247-მა მიიღო სხეულის დაზიანება. თავდაპირველად აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაციას ეტა-ს, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ტერაქტი მოწყობილი იყო ისლამური ორგანიზაციის ალ-ყაიდას მიერ. ტერორისტული აქტის დრო შეირჩა სიმბოლური მნიშვნელობის მიხედვით: აფეთქება მოხდა ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 911 დღის შემდეგ (9/11) [1].

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]