მადრიდის მეტროპოლიტენი
| მადრიდის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
![]() |
|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | |
| გახსნის თარიღი | 17 ოქტომბერი 1917 წ. |
| ხაზის სიგრძე | 284 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 231 |
| ხაზთა რაოდენობა | 13 |
| მგზავრები დღეში | |
| მგზავრები წელიწადში | 690 მლნ. (2007 წ.) |
| ხაზების სქემა | |
მადრიდის მეტროპოლიტენი (ესპ Metro de Madrid) — მეტროპოლიტენისა და მსუბუქი მეტროს სისტემა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და რამდენიმე თანამგზავრ ქალაქში: არგანდა, ხეტაფე, ლეგანესი და მოსტოლესი. გაიხსნა 1919 წლის 17 ოქტომბერს. მადრიდის მეტრო მსოფლიოში ყველაზე სწრაფგანვითარებადი მეტროპოლიტენების რიცხვს ეკუთვნის და სიგრძით ევროპაში მოსკოვისა და ლონდონის მეტროპოლიტენების შემდეგ მე-3 ადგილს იკავებს. 2006 წლის მდგომარეობით, ლიანდაგების სიგრძე 227 კილომეტრია (აქედან 92% მიწისქვეშაა), 12 ხაზს მოიცავს (და 1 შტოს), 231 სადგურსა და მოძრავი შემადგენლობის 1594 ერთეულს (მათ შორის 1059 ძრავიან ვაგონს).
სექციების სია |
[რედაქტირება] ხაზები
| ხაზი | სიგრძე | სადგურები | გვირაბის ტიპი | პლატფორმა | |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | Pinar de Chamartín — Congosto | 20,2 კმ | 30 | ვიწრო | 90 მ |
| 2 | La Elipa — Cuatro Caminos | 9,4 კმ | 16 | ვიწრო | 60 მ |
| 3 | Villaverde Alto — Moncloa | 15,0 კმ | 18 | ვიწრო | 90 მ |
| 4 | Argüelles — Pinar de Chamartín | 16 კმ | 23 | ვიწრო | 60 მ |
| 5 | Alameda de Osuna — Casa de Campo | 23,2 კმ | 32 | узкий | 90 მ |
| 6 | რკალური (Circular) | 23,5 კმ | 28 | ფართო | 115 მ |
| 7 | Las Musas — Pitis | 18,8 კმ | 22 | ფართო | 115 მ |
| 8 | Nuevos Ministerios — Aeropuerto T4 | 13,9 კმ | 7 | ფართო | 115 მ |
| 9 | Herrera Oria — Arganda del Rey | 38,0 კმ | 26 | ფართო | 115 მ |
| 10 | Hospital del Norte — Puerta del Sur | 40,0 კმ | 30 | ფართო | 115 მ |
| 11 | Plaza Elíptica — La Peseta | 5,4 კმ | 6 | ფართო | 115 მ |
| 12 | MetroSur | 40,6 კმ (რკალური) | 28 | ფართო | 115 მ |
| Ramal («განშტოება») | Ópera — Príncipe Pío | 1,1 კმ | 2 | ვიწრო | 60 მ |
[რედაქტირება] ისტორია
მადრიდის მეტროს პირველი ხაზი 1919 წლის 17 ოქტეომბერს გაიხსნა ალფონსო XIII დროს "კომპანია დე მეტროს" მმართველობით. იმხანად მხოლოდ რვა სადგური იყო 3.5 კმ სიგრძეზე. ვიწრო სექციებად იყო კონსტრუირებული და პლატფორმები მხოლოდ 60 მეტრი იყო სიგანეში. ამ ხაზების გაფართოება და ახალი ორი ხაზის მშენებლობა 1919 წლის შემდეგ დაიწყო. 1936 წლისთვის ქსელში სამი ხაზი და ერთი განშტოება იყო ოპერასა და ნორტეს რკინიგზის სადგურს შორის. ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ამ სადგურებს თავშესაფრებად იყენებდნენ.
ომის დასრულების შემდეგ ხაზების გაფართოების აქტივობა ნელ-ნელა მიედინებოდა. 1944 წელს მეოთხე ხაზი აშენდა.
მეხუთე ხაზი ვიწრო სექციად აშენდა, თუმცა, 90 მეტრიანი პლატფორმით. მეხუთე ხაზის გახსნის შემდეგ პირველ ხაზზე პლატფორმები გააფართოვეს.
ტექნიკური მახასიათებლები
ლიანდაგების სიგანე - 1445 მმ, მოძრაობა მარცხენა მხრიდან (რამდენდაც მარჯვნიდან მოძრაობა მადრიდში მეტროს გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 1924 წელს შემოიღეს).
ხაზებზე 1, 2, 4, 5, 6, 9 და განშტოებაზე კვებისათვის 600 ვ უწყვეტი დენი გამოიყენება. დანარჩენ (3, 7, 8, 10, 11 და 12) — 1500 ვ მუდმივი დენი. სწორედ ამ სქემაზე გადაიყვანენ საბოლოოდ ყველა ხაზს, ხოლო მსუბუქი მეტროს მშენებარე ტოტებზე მუდმივი 750 ვ დენს გამოიყენებენ.
[რედაქტირება] გვირაბები და სადგურები
გვირაბები ზოგჯერ ვიწროა (უფრო ძველი ხაზებისთვის — 6,86 მ სიგანე და 5,36 მ სიმაღლე). არის ფართო გვირაბებიც - (ახალი და უფრო ღრმა ხაზებისთვის) - 7,74 მ სიგანე და 6,87 მ სიმაღლე. სადგურებს შორის საშუალო მანძილი ვიწროგვირაბიან გადასარბენებზე 630 მეტრია, ბაქნის სიგრძე 60 ან 90 მეტრი, ფართოგვიაბიანზე 850 მ, ბაქნის სიგრძე 110-115 მეტრი.
ციცაბოს მინიმალური რადიუსი — 90 მ-ია, გზების დაგვერდება 5 %-ს არ აღემატება.
ყველაზე ღრმა სადგური - კუატრო კამინოსი (რკალური ხაზი 6) 49 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული.
სადგურების უმეტესობას პლატფორმების გვერდითი განლაგება აქვს, არსებობს კუნძულის ტიპის პლატფორმიანი სადგურებიც (მათ შორის მიწისზედა) და სამპლატფორმიანი (ე.წ. ესპანური გადაწყვეტა).
[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები
მთელ ქსელში მხოლოდ ერთი დახურული სადგური-მოჩვენება — "ჩემბერია", რომელიც 1919 წელს გაიხსნა, ხოლო 1966 წელს კი დაიხურა ხაზის რეკონსტრუქციის მიზეზით. მოგვიანებით მეტროში მუზეუმი გახსნეს.
[რედაქტირება] ბმულები
- ოფიციალური საიტი
- ტრამვაი Citadis მადრიდისთვის (ტექდახასიათებებით) მწარმოებლის საიტზე.
- Andén 1 მადრიდის მეტროს მეგობართა ასოციაცია
- მადრიდის მეტრო არაოფიციალური ვეგვერდი
სტატიის 