მადაგასკარის პირველი ექსპედიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადაგასკარის პირველი ექსპედიცია
ფრანკო-მალაგასიური ომები ნაწილი

ტუამასინა ფრანგებმა ადმირალ პირეს ხელმძღვანელობით 1883 წლის 11 ივნისს დაბომბეს და ოკუპაცია მოახდინეს.
თარიღი 1883, მაისი - 1885, დეკემბერი
მდებარეობა მადაგასკარი
შედეგი საფრანგეთის გამარჯვება.
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა იმერინის სამეფო
მეთაურები
საფრანგეთის დროშა ადმირალი პირე
საფრანგეთის დროშა ადმირალი გალიბერი
საფრანგეთის დროშაკონტრ-ადმირალი მიოტი
რანავალუნა II
რაინილაიარივონი

მადაგასკარის პირველი ექსპედიციაფრანკო-მალაგასიური ომების დასაწყისი. წარმოადგენდა (1883–1885) წლებში იმერინის სამეფოს წინააღმდეგ წარმოებულ საფრანგეთის სამხედრო ექსპედიციას მადაგასკარზე. ის 1895 წელს მადაგასკარის მეორე ექსპედიციით გაგრძელდა.

ინგლისის გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლეონის ომების დროს 1810 წელს, ფრანგებისთვის მავრიკის წართმევის შემდეგ ინგლისელები მადაგასკარს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევდნენ.[1] იმერინის მეფე რადამა I–მა ბრიტანელების დახმარებით შეძლო მთლიანი კუნძულის საკუთარი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანება.[1]

1828 წელს ძალაუფლებაში დედოფალ რანავალუნა I–ს მოსვლის შემდეგ იმერინის საგარეო ურთიერთობები გაფუჭდა. 1830–იანი წლებში აიძულეს უცხოელები კუნძული დაეტოვებინათ, რამაც იმერინის სამეფოში ინგლისის გავლენა შეზღუდა.[1][2] გამონაკლისის სახით ფრანგ ჟან ლაბორდეს დართეს ნება დარჩენილიყო კუნძულზე და განევითარებინა სამხედრო ინდუსტრია.

1861 წელს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა მისი ვაჟი რადამა II, თუმცა ის ორ წელიწადში მოკლეს (1960 წელს ჩატრებული კვლევა ცხადყოფს, რომ მეფე გადაურჩა მკვლელობის მცდელობას და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე დედაქალაქის გარეთ). ის მისმა ქვრივმა რასუხერინამ ჩაანაცვლა.

1864 წელს მადაგასკარის პრემიერ მინისტრი გახდა რაინილაიარივონი. მან 1877 წელს აკრძალა მონობა, მოახდინა სასამართლო რეფორმა და 1881 წელს მიიღო ახალი კონსტიტუცია.[3] რაინილაიარივონი იყო ანგლოფილი და მისი მოღვაწეობის პერიოდში მადაგასკარზე ინგლისის გავლენა ისევ გაიზარდა.[1]

საფრანგეთის ინტერესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარის სამახსოვრო მედალი, დე-ლა-ლეგიონ-დეჰონურის მუზეუმი.

1880–იანი წლების დასაწყისში, საფრანგეთის მემარჯვენე ფრთა და რეიუნიონის წარმომადგენლები ითხოვდნენ მადაგასკარზე ინგლისის გავლენის შესაჩერებლად შეჭრას. მათ 1883 წელს შეჭრის საფუძვლად რადამა II–ის მიერ 1854 წელს ნაპოლეონ III–ისთვის მიწერილი წერილი გამოიყენეს.[2] კუნძულის ჩრდილოეთში მცხოვრები საკალავების უმცირესობაც მხარს უჭერდა საფრანგეთის პროტექტორატში შესვლას. ბოლო ინციდენტი იყო მერინების მიერ ანტანანარივუში ფრანგი ეროვნების ადამიანის მოკვლა და საფრანგეთის დროშის დაწვა,[1] რაც გახდა შეჭრის დაწყების საბაბი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Randier, Jean (2006), La Royale, La Falaise: Babouji, p. 400, ISBN 2-35261-022-2.
  2. 2.0 2.1 Van Den Boogaerde, Pierre (2008), Shipwrecks of Madagascar, AEG Publishing Group, p. 7, ISBN 978-1-60693-494-4, http://books.google.com/?id=I_S1D8cnTiEC&pg=PT19.
  3. Boahen, A. Adu (1990-01-01), Africa under colonial domination 1880-1935, p. 108, ISBN 978-0-85255-097-7, http://books.google.com/?id=YKy_YzYeIjoC&pg=PA108.