მაგნოლიასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაგნოლიასებრნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ხეტიტას ლირიოდენდრონი (Liriodendron tulipifera)
|
||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Magnoliaceae | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
მაგნოლისებრნი (Magnoliaceae), ორლებნიანი მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეებია, იშვიათად ბუჩქები.აქვთ მთლიანი ან დანაკვთული, ხშირად თანაფოთლებიანი ფოთლები, ორსქესიანი (იშვიათად ერთსქესიანი) ყვავილები, მრავალი მტვრიანა. ოჯახში 12 გვარის 220-მდე სახეობაა, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ცენტრალურ ამერიკაში, აგრეთვე ვესტინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში. ყოფილ სსრკ-ში, კერძოდ, კურილის კუნძულებზე ამ ოჯახიდან ბუნებრივად იზრდება მაგნოლიის გვარის მხოლოდ 1 სახეობა; სამხრეთ რაიონებში დეკორატიულ მცენარედ კულტივირებულია 20-მდე სახეობა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 328, თბ., 1983