მაგთიკომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაგთი)
მაგთიკომი
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
დარგი ტელეკომუნიკაცია
დაფუძნდა 1996 წლის 12 თებერვალი
დამაარსებელი დოქტორი გიორგი (გია) ჯოხთაბერიძე
სათავო ოფისი საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო
პროდუქცია მობილური ტელეფონია,
მობილური ინტერნეტი,
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,
ინტერნეტ ტელევიზია (IPTV)
სადენიანი ტელეფონია (VoIP)
მფლობელი ITC LLC (USA) და Telcell Wireless LLC (USA)
ფილიალი 50 აბონენტთა მომსახურების ოფისი; 88 მომსახურების პუნქტი იუსტიციის სახლში
საიტი magticom.ge

მაგთიკომი“ (ინგლ. MagtiCom) — ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც 1996 წლის 12 თებერვალს დააფუძნა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ. კომპანიამ პირველი კომერციული ზარი მობილური ქსელიდან 1997 წლის 22 სექტემბერს განახორციელა.

„მაგთიკომის“ სერვისები მოიცავს: მობილურ ტელეფონიას; მობილურ ინტერნეტს (2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G); სადენიან ფიქსირებულ ტელეფონიას (VoIP); ინტერნეტ ტელევიზიას (IPTV) (2016 წლიდან) და ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს (2016 წლიდან).

„მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გაერთიანებულია შემდეგი თაობის ტექნოლოგიები: GSM (2G და 2.5G), UMTS (3G და 3.5G HSPA+), LTE (4G, 4.5G LTE-Advanced). აღნიშნული ტექნოლოგიები დანერგილია 800, 900, 1800 და 2100 მეგაჰერც სიხშირეებზე.

„მაგთიკომის“ ქსელის დაფარვის არეალი (9105 საბაზო სადგური) შეადგენს საქართველოს დასახლებული კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს. „მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე ლიდერია (ბაზრის წილი: 41.8%; 2023 წლის ნოემბერი). მომსახურების ფართო ქსელით - 50 ოფისით და 88 იუსტიციის სახლით - მაგთიკომი 3 მილიონამდე აბონენტს ემსახურება. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით „მაგთიკომის“ წვლილი ქართული ეკონომიკის გავითარებაში შეადგენს - 2.550.088.786 ლარს.[1]

2016 წლიდან, „მაგთიკომი“ ISP ოპერატორი და, შედეგად, სრული საკომუნიკაციო სერვისის მიმწოდებელია.[2]

2017 წლის ნოემბრიდან "მაგთიკომმა" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა და პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს. [3]

მფლობელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპს „მაგთიკომი“ 1996 წლის 12 თებერვალს დააფუძნა დოქტორმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ, რომელიც კომპანიის 75%-ს ფლობს. გიორგი (გია) ჯოხთაბერიძეს სრული კონტროლი აქვს კომპანიაზე. მფლობელებისა და მათი პროცენტული წილის განაწილების შესახებ იხ. სქემა 1. 

(სქემა 1,)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელოვანი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაგთიკომის ლოგო, 2016 - დღემდე
    1997 წლის 22 სექტემბერი - „მაგთიკომის“ ქსელიდან პირველი კომერციული ზარი განხორციელდა;[4]
  • 2001 წელი - GPRS ქსელის მშენებლობის შედეგად პირველი GPRS ზარი განხორციელდა;[4]
  • 2005 წელი - ოპერირება დაიწყო „მაგთიკომის“ ახალგაზრდულმა ბრენდმა „ბალი“.[4]
  • 2005 წელი - „მაგთიკომი“ 800 მეგაჰერცის სტანდარტი CDMA-ს საექსპლუატაციო ლიცენზიის მფლობელი გახდა;[4]
  • 2006 წელი - 3G ქსელის გამართვის შედეგად გაეშვა 3G სერვისები: ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი;[4]
  • 2008 წლის აპრილი - ოპერირება დაიწყო „მაგთი ფიქსმა“ - მაგთი ფიქსი წარმოადგენდა უსადენო ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას, რომელიც ოპერირებისთვის იყენებდა CDMA 450 ტექნოლოგიას (ოპერირებდა 450 მეგაჰერც სიხშირეზე). 2022 წლის 29 ივლისს მაგთი ფიქსის სერვისი გაუქმდა.[4]
  • 2009 წელი - „მაგთიკომმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის შექმნის ფარგლებში, საქართველოს ყველა რესურსცენტრისა და საჯარო სკოლის ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო. „მაგთიკომმა“ ქსელის გამართვა დათქმულ ვადაზე ადრე დაასრულა, მთელს საქართველოში 2150-ზე მეტი საჯარო სკოლა და რესურსცენტრი ჩართო და დღემდე ემსახურება;[4]
  • 2010 წელი - ოპერირება დაიწყო „მაგთიკომის“ მესამე მობილურმა ბრენდმა „ბანი“;[4]
  • მაგთი GSM-ის ლოგო, 1997 -2006
    2012 წლის იანვარი - ამოქმედდა „მაგთისატი“ - საქართველოში თანამგზავრული მაუწყებლობის პირველი ოპერატორი, რომელიც ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მაღალი ხარისხის ტელემაუწყებლობას უზრუნველყოფდა. 2022 წლის 31 დეკემბერს მაგთისატის მომსახურება გაუქმდა;[4]
  • 2013 წლის დეკემბერი -  „მაგთიკომმა“ საკუთარი წარმოების, ქართულ ენაზე გახმოვანებული 3 ახალი კინოარხი შესთავაზა მომხმარებელს - „მაგთი ჰიტი“, „მაგთი კინო“, „ჩვენი მაგთი“; [4]
  • 2015 წლის 1 თებერვალი -  გაეშვა „მაგთიკომის“ 4G/LTE ქსელი, რომლის დაფარვის არეალიც საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 92%-ს მოიცავს;[4]
  • 2016 წლის 30 მაისი - შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას;[4]
  • 2016 წლის 31 მაისი - "მაგთიკომმა“, პირველად საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე, თავის მომხმარებელს შესთავაზა 4.5G LTE-Advanced ქსელი;[4]
  • 2016 წლის 1 აგვისტო - "მაგთიკომმა“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV), ფიქსირებული ტელეფონიისა და ჰოსტინგის სერვისის მიწოდება დაიწყო, რის შემდეგაც ის სრულ საკომუნიკაციო მომსახურებას - მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, ინტერნეტსა და ტელევიზიას - სთავაზობს მომხმარებელს; [4]
  • მაგთის ლოგო, 2006-2020
    2016 წლის 21  ნოემბერი - "მაგთიკომსა" და "დელტაკომს" შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის  100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი;[4]
  • მაგთის ლოგო, 2020 - დღემდე
    2017 წლის ნოემბრიდან "მაგთიკომმა" ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტის ბაზარზეც ლიდერობა მოიპოვა და პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს; [3]
  • საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის მაისის მონაცემებით, მაგთიკომი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, ტელევიზიის (ტრანზიტული მაუწყებლობა) და მობილური ტელეფონიის ბაზარზე სტაბილურად ლიდერობს;[3]
  • 2018 წლის 2 მაისი - პირველად საქართველოში "მაგთიკომმა" გაუშვა VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია; [4]
  • 2019 წლის 18 მარტი - Magti TV PLAY - ტელევიზიის აპლიკაცია სმარტფონისთვის; [4]
  • 2019 წლის 1 აგვისტო პირველად საქართველოში უახლესი ტექნოლოგია - eSIM მაგთისგან; [4]
  • 2020 წლის 13 აგვისტოს მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია (5G) სატესტო რეჟიმში გაუშვა;
  • 2020 წლის 22 აგვისტოს შეიცვალა მაგთის ლოგო;
  • 2021 წლის 12 თებერვალს, umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელი აღიარა და “Best in Test” - სერტიფიკატი გადასცა;
  • 2022 წლის თებერვალს - დაინერგა ელექტრონული ხელმოწერა;
  • 2023 წლის აგვისტო - დაინერგა BI (Business Intelligence);
  • 2024 წლის 30 იანვარს, შპს „მაგთიკომმა“ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI) შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.

მობილური ტელეფონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომში“ პირველი კომერციული ზარი 1997 წლის 22 სექტემბერს განხორციელდა.

„მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გაერთიანებულია შემდეგი თაობის ტექნოლოგიები: GSM (2G და 2.5G), UMTS (3G და 3.5G HSPA+), LTE (4G, 4.5G LTE-Advanced). აღნიშნული ტექნოლოგიები დანერგილია 800, 900, 1800 და 2100 მეგაჰერც სიხშირეებზე.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მაგთიკომს 2,266,108 აბონენტი ჰყავს.[3]

ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ თავის მომხმარებელს ორი ტიპის ინტერნეტ-სერვისს სთავაზობს: 2001 წლიდან მობილურ ინტერნეტს, ხოლო 2016 წლიდან - საცალო ბაზრისთვის განკუთვნილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს.

მობილური ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომის“ მომხმარებელი WAP სერვისის გამოყენებით ინტერნეტით 2001 წლიდან სარგებლობს. GPRS ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერნეტი კი მომხმარებელს კომპანიამ 2002 წელს შესთავაზა, რომელსაც მალე HSDPA, HSPA და HSPA+ ტექნოლოგიები მოჰყვა. 2015 წლიდან „მაგთიკომი“ 4G LTE ინტერნეტქსელს აწვდის, 2016 წლის მაისიდან კი 4,5G - იგივე LTE Advanced ქსელს სთავაზობს მომხმარებელს.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, წლების განმავლობაში „მაგთიკომს“ ინტერნეტმოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.[5]

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი მომხმარებელს მიეწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით, რაც დღეისათვის ყველაზე თანამედროვე ქსელურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. აღნიშნული ქსელი გამოირჩევა მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარითა და ხარისხით. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით მაგთიკომი ბაზრის ლიდერია; კომპანიას 513,141 ინტერნეტაბონენტი ჰყავს.[3]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ მომხმარებელს ინტერნეტ ტელევიზიას IPTV-ის - 2016 წლიდან სთავაზობს. 

„მაგთიკომი“ ლიდერია  ტელევიზიის (ტრანზიტული მაუწყებლობა) ბაზარზეც. ოფიციალური მონაცემებით 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით მაგთიკომს 343,083 აბონენტი ჰყავს.[3]

IPTV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IPTV ინტერნეტპროტოკოლით (IP) გავრცელებული ტელევიზიის სტანდარტია. ამ სტანდარტით მომხმარებელს შეუძლია ეთერის მართვა, გადახვევა და დაპაუზება. IPTV-ის ფარგლებში შესაძლებელია სასურველი გადაცემის უკან დაბრუნება, ნებისმიერი გადაცემის შეჩერება და შემდეგ იმავე ადგილიდან გაგრძელება.

საკუთარი წარმოების არხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ 2013 წლის დეკემბრიდან მომხმარებელს საკუთარი წარმოების, ქართულ ენაზე გახმოვანებულ 3 კინოარხს სთავაზობს - „მაგთი ჰიტი“, „მაგთი კინო“ და „ჩვენი მაგთი“.

ფიქსირებული ტელეფონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადენიანი ფიქსირებული ტელეფონია (VoIP)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VoIP ტექნოლოგია წარმოადგენს სადენიან ფიქსირებულ ტელეფონიას, რომელიც ხორციელდება ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მეშვეობით. ტრადიციული სატელეფონო კავშირისგან განსხვავებით, აქ ხმოვანი სიგნალი ციფრული სახით გადაიცემა. საცალო ბაზარზე სადენიანი ფიქსირებული ტელეფონიის შეთავაზება “მაგთიკომმა” 2016 წლიდან დაიწყო.

მაგთიკომის ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომის“ ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების ქრონოლოგია:

  • 2001 წელი - 2G ტექნოლოგია - SMS  და მცირე მოცულობის მონაცემთა გადაცემა WAP ტექნოლოგიით
  • 2002 წელი - 2,5G ტექნოლოგია - MMS  და GPRS ტექნოლოგია
  • 2006 წელი - 3G ტექნოლოგია - UMTS უსადენო ფართოზოლოვანი კავშირი მობილურებისთვის
  • 2009 წელი - 3,5G ტექნოლოგია - HSDPA, HSPA, HSPA+ მონაცემთა გადაცემა უფრო მაღალი სიჩქარით
  • 2015 წელი - 4G ტექნოლოგია - LTE ქსელი
  • 2016 წელი - 4,5G ტექნოლოგია - იგივე LTE Advanced. 

სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიას საქართველოში 10 170 მე-2, მე-3 და მე-4 თაობის მობილური ქსელის მიმღებ-გადამცემი საბაზო სადგური აქვს.

მობილური და ინტერნეტ-ქსელების დაფარვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის მდგომარეობით, „მაგთიკომი“ საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ის დაფარვას უზრუნველყოფს.[6]

აბონენტთა მომსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ მომხმარებელს მომსახურებას უწევს როგორც მომსახურების ოფისების, ისე ცხელი ხაზის მეშვეობით, მთელი კვირის განმავლობაში. კომპანიის აბონენტებისთვის ზარი უფასოა.

„მაგთიკომის“ მომსახურების 50 ოფისი (13 თბილისში და 37 საქართველოს სხვადასხვა რეგიონში) მომხმარებელს მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში ემსახურება, ოფისების ნაწილი მუშაობს შაბათ-კვირასაც.[6] დამატებით, „მაგთიკომის“ მომსახურების ოფისები გახსნილია 88 იუსტიციის სახლში, მთელს საქართველოში.[6]

აბონენტების მომსახურების წარმომადგენლები „ვებ-ჩატის“ საშუალებითაც ემსახურებიან მომხმარებლებს.

როუმინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ მომხმარებელს როუმინგულ მომსახურებასაც სთავაზობს.[7] კომპანიის როუმინგ-პარტნიორების სიაში 191 ქვეყანა და 441 ოპერატორია.

კულტურული და სოციალური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ ეგიდით „მაგთიკომმა“, სხვადასხვა მიმართულებით, ასეულობით პროექტი განახორციელა, მათ შორის ქართული კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, ხელოვნებისა და განათლების მხარდასაჭერად. ეროვნულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ქართველ მოღვაწეთა ნამუშევრების წიგნად/ალბომად გამოცემა, რომელიც პრეზენტაციის დღეს უფასოდ რიგდება. „მაგთიკომის“ არქივში ინახება ათობით მწერლის, პოეტის, მხატვრის, მოქანდაკისა თუ არქიტექტორის ნამუშევრები - წიგნები, ტომეულები და ალბომები.

ჟურნალი "მუდმივი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომის“ კვარტალური ჟურნალი „მუდმივი“ 1999 წლიდან გამოიცემა.[8] ჟურნალი ასახავს როგორც „მაგთიკომში“ მიმდინარე სიახლეებს, ისე ტექნოლოგიური წინსვლის მსოფლიო მაგალითებსა თუ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას.

ჟურნალ „მუდმივის“ სრული ელექტრონული ვერსიის ნახვა „მაგთიკომის“ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. ბეჭდური სახით მისი ტირაჟი 25 000 ერთეულს შეადგენს. ჟურნალი უფასოა.

დისტრიბუცია ხორციელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]