მაგარი ხორბალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაგარი ხორბალი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Triticum durum | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
მაგარი ხორბალი (Triticum durum) — ხორბლის ტეტრაპლოიდური სახეობა. მსოფლიოში გავრცელების მიხედვით II ადგილი უკავია რბილი ხორბლის შემდეგ. ყოფილ სსრკ-ში უმთავრესად ევროპის ნაწილშია კულტივირებული. პოლიმორფული სახეობაა. ძირითადად გავრცელებულია საგაზაფხულო ფორმა. აქვს მსხვილი, მაღალხარისხოვანი ცილებით მდიდარი მარცვალი. ფქვილის წარმოებაში იყენებენ რბილი ხორბლის ფქვილის ხარისხის გასაუმჯობესებლად. საქართველოში უმეტესად თესავენ შავთავთავიან და შავფეხიან ავტოქტონურ ჯიშებს („შავფეხა“). ძვირფასი სასელექციო მასალაა ხორბლის ახალი ჯიშებისა და ფორმების შესაქმნელად. სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სიხარულიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 322, თბ., 1983 წელი.