მაგალუფი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მაგალუფი (ესპ. Magalluf) - კურორტი ესპანეთში, მდებარეობს ბალეარის კუნძულებზე, კუნძულ მალიორკაზე. ქალაქ პალმა-დე-მაიორკადან 15 კილომეტრში.
მაგალუფი ერთერთი ყველაზე პოპულარული კურორტია კუნძულ მალიორკაზე. გარშემო აკრავს სამი ცნობილი სანაპირო: მალიორკა-ბიჩი, მაგალუფ-ბიჩი და პალმა-ნოვა. კურორტი ცნობილია ღამის კლუბებით (800-ზე მეტი), დისკოტეკებით და ბარ-რესტორნებით. მაგალუფში წელიწადში დაახლოებით 1 მლნ ტურისტი ჩადის, მათი დიდი ნაწილი სტუმრობს დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და შვეიცარიიდან.
[რედაქტირება] გართობა
მაგალუფში მდებარეობს მალიორკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი BCM planet dance, რომელიც 4000 ადამიანს იტევს.
[რედაქტირება] ისტორია
კურორტის მშენებლობა დაიწყო 1950 წელს, როდესაც Cas Saboners ფერმის ადგილას აშენდა პირველი სასტუმრო Atlantic Hotel.
სტატიის