მაგადი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაგადი | |
|---|---|
| Magadi | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | კენია |
| ფართობი | 300-900 კმ² |
მაგადი (ინგლ. Magadi) — მლაშე ტბა კენიაში, ფართობი 300-900 კმ². მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის რღვევების ზონაში. მაგადის ფსკერზე ქემოგენური გზით წარმოქმნილი 3,5-4 მეტრი სისქის ტრონის (წყლიანი ნატრიუმის კარბონატი) ფენაა, რომლის გადამუშავებით იღებენ კალცინირებულ სოდას. ტრონის საერთო მარაგია დაახლოებით 200 მლნ ტონა. ტბის აუზის ამომშრალ ნაწილში ქვამარილების შრეებია.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||