მაარიამიაგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაარიამიაგის ციხესიმაგრე

მაარიამიაგის ციხესიმაგრე (ესტ. Maarjamäe loss) — გრაფ ანატოლი ორლოვ-დავიდოვის ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია. მდებარეობს ტალინის გარეუბანში, პიტიტის რაიონში. 1975 წლის შემდეგ ციხესიმაგრე წარმოადგენს ესტონეთის ისტორიული მუზეუმის ფილიალს.

ციხესიმაგრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წელს გრაფ ვ. ვ. დავიდოვის ვაჟმა, ასევე გრაფმა ა. ვ. ორლოვ-დავიდოვმა, შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც წინათ საფაბრიკო ნაგებობა მდებარეობდა და ააშენა შუა საუკუნეების მსგავსი ციხესიმაგრე.

ციხესიმაგრემ სახელწოდება მომიჯნავე პარკის სახელის მიხედვით მიიღო, „მარიენბერგი“ (გერმ. Marienberg, ესტონურ ორიგინალში — მაარიამიაგი (ესტ. Maarjamägi)), რომელსაც გრაფმა ა. ვ. ორლოვ-დავიდოვმა თავისი მეუღლისა და ქალიშვილის პატივსაცემად უწოდა (ორივეს მარია ერქვა).

მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპოზიცია XIX საუკუნიდან ეკუთვნის ესტონეთის ისტორიული მუზეუმების.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრე გადაღებულია საბჭოთა ფილმებში: თამაში წესების გარეშე და ბასკერვილების ძაღლი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]