ლუტიჩები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუტიჩები, ველეტები (გერმ. Wieleten; პოლ. Wieleci; ლათ. Lutici, Veleti, Velti) — დასავლეთსლავური მოდგმის ტომთა კავშირი, განეკუთვნებიან ელბისპირა სლავთა შტოს (პოლაბებს). VIII-XII სს-ში ბინადრობდნენ ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მდინარე ოდრასა (ოდერი) და ლაბას (ელბა) შორის. ლუტიჩებს შეტაკებები და ომები ჰქონდათ მეზობლად მცხოვრებ საქსებთან. მათ ეომებოდა კარლოს დიდი, რომელმაც დაიმორჩილა ლუტიჩები. კაროლინგთა იმპერიის დაშლისა და მისგან აღმოსავლეთ ფრანკთა ოლქების გამოყოფის შემდეგ ლუტიჩებს უხდებოდათ გერმანელების განუწყვეტელ შემოტევათა მოგერიება. 983 წლის აჯანყების შედეგად გათავისუფლდნენ გერმანელთა უღლისაგან, მაგრამ XII საუკუნეში გერმანელებმა საბოლოოდ სძლიეს მათ და სხვა ლაბისპირა სლავებს. ალბრეხტ დათვმა ლუტიჩების მიწები შეუერთა ჩრდილოეთის ანუ ბრანდენბურგის მარკის სამფლობელოებს. ლუტიჩებმა სრული ასიმილაცია განიცადეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]