ლუსერო (მსახიობი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუსერო
Lucero
LuceroHogaza.jpg
დაბ. სახელი Lucero Hogaza León
დაბ. ადგილი მეხიკო, მექსიკა
დაბ. თარიღი 29 აგვისტო, 1969
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
წლები 1979 დან დღემდე
მშობლები მამა - ლუსერო ლეონი, დედა - ანტონია ოგასა ლოპესი.
ვებ-გვერდი Lucero.com.mx

ლუსერო ოგასა ლეონი (Lucero Hogaza León დ. 29 აგვისტო 1969, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი მსახიობი, მომღერალი და წამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლუსერო - ლუსერო ლეონისა და ანტონია ოგასა ლოპესის ქალიშვილია. იგი დაქორწინებული იყო 14 წლის მანძილზე ცნობილ მექსიკელ მომღერალზე მანუელ მიხარესსზე, რომლისგანაც ჰყავს ორი შვილი ხოსე მანუელ მიხარეს ოგასა და ლუსერო მიჯარეს ოგასა.

ცნობილ ესპანურ ჟურნალში People en Español გამოქვეყნდა, რომ ლუსერო არის ერთ-ერთი, 100 ლათინო ამერიკელი წარმოშობის ადამიანთაგან ყველაზე გავლენიანი; ლუსერო ამ სიაში მოხვდა ცნობილ მომღერლებთან, მსახიობებთან და ბიზმესმენებთან ერთად (როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, ვერონიკა კასტრო და სხვ).

კარიერა[რედაქტირება]

ლუსეროს კარიერა 3 ეტაპად იყოფა. მისი ქარიზმა, სილამაზე და არტისტული ნიჭი მას დაეხმარა გამხდარიყო მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილ ფიგურა.

ლუსერომ კარიერა მცირე ასაკიდან დაიწყო. ხალხი ჯერ კიდევ 80-იან წლებში ადიდებდა პატარა, ლამაზ გოგონას, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა სერიალში ჩისპიტა; ამ როლისთვის მას მიანიჭეს საუკეთესო ახალგაზრდა როლის შემსრულებლის ჯილდო. "ლუსერიტოს" მიჰყავდა საბავშვო შოუები, როგორიცაა: Alegrías de mediodía და Chiquilladas.

1982 წელს, 13 წლის ასაკში მან პირველი დისკი გამოსცა სახელწოდებით გპირდები. იმავე წელს ლუსერიტომ ითამაშა ფილმში ფლირტი. 1985 წელს გადაიღეს ფილმშისიყვარულის ციენცხელება ცნობილ მომღერალთან ლუის მიგელთან ერთად. 1990 წელს ლუსერომ მთავარი როლი შეასრულა კარლა ესტრადას სერიალში (როდესაც სიყვარული მოდის), სადაც გაიმარჯვა Premios TVyNovelas საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციაში.

მისი ნიჭი როგორც მომღერლისა არც 90-იან წლებში წყვეტს ევოლუციას და გამოსცემს დისკებს, როგორიცაა: ჩემს გრძნობებთან ერთად (1990), მხოლოდ შენზე ვპიქრობ (1991), ლუსერო მექსიკისა (1992), ლუსერო (1993), სითბო ჩემს სიყვარულებს (1994) და სხვ.

1993 წელს ლუსერო ბრუნდება სერიალებში კარლა ესტრადას პროექტით ღარიბი ნათესავები სადაც ანიჭებენ პრემიას : საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი.

1995 წელს ლუსერო ახდენს ფურორს როგორც მსახიობი, როდესაც ასრულებს სამი ტყუპი დის როლს სერიალში სიყვარულის კავშირები, რომელშიც ასევე ანიჭებენ პრემიას როგორც საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი.

2000 წელს ლუსერო მთავარ როლს ასრულებს სერიალში შენ ჩემი ბედისწერა ხარ : პრემიით საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი. 2004-2005 წლებში ის ბრუნდება სერიალში გაცისკრება ფერნანდო კოლუნგას წყვილით, სადაც კონკურენციას უწევს ვიქტორია რუფოს და იღებს პრემიას როგორც საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი. ლუსეროს და ფერნანდოს წყვილმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა სერიალების ისტორიაში.

2008 წელს ლუსერო ასრულებს მეორედ მთავარ უარყოფით როლს ნიკანდრო დიასის სერიალში მარადიული გრძონა, სადაც მან მოახდინა ფურორი, მისი წყალობით სერიალი გახდა ყველაზე რეიტინგული 2008 წელს.

2010 წელს ლუსერო ბრუნდება ლეგენდარული სერიალის ადაპტაციაში ქალბატონი, ეს სერიალი გახდა ყველაზე მაღალ რეიტინგული ამერიკის შეერთებულ შტატებში 9,4 მილიონი აუდენციიით[საჭიროებს წყაროს მითითებას].

აღსანშნავია რომ ლუსერო არის მსახიობი ყველაზე მეტი Premios TVyNovelas-ით ნომინაციაში საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი.

დღესდღეობით ლუსერო დაკავებულია მის ახალი დისკით შეუცვლეი, რომლითაც მან ხალხი გააოცა მისი ახალი სტილით. 2005 წლამდე ლუსერო აღთქმული იყო როგორც ლამაზი,ნაზი ქალი, დღესდღეობით კი შოუბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ორმოც წელს გადაცილებული ვარსკვლავი ისე სექსუალურად გამოიყურება როგორც არასდროს.

სტუდიის დისკები[რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება]

თეატრი[რედაქტირება]

ტელენოველები[რედაქტირება]

Year Telenovela Role Notes
1982 ჩისპიტა .ისაბელა"ჩისპიტა" TVyNovelas Awards for Best Breakthrough Performance[1]
Azteca de Oro Awards for Best Breakthrough Performance
1989–1990 როდესაც სიყვარული მოდის ისაბელა კონტრერასი TVyNovelas Awards for Best Young Actress[2]
1993 ღარიბი ნათესავები მარგარიტა სანტოსი TVyNovelas Awards for Best Young Actress[3]
A.C.C.A. Awards for Best Actress
ACE Awards for Best Actress
Eres Awards for Best Song in a Telenovela
Nominated - TVyNovelas Awards for Best Song in a Telenovela
1995–1996 სიყვარულის კავშირები მარია გვადალუპე სალასიbr>მარია ფერნანდა რივას იტურბიდე
მარია პაულა რივას იტურბიდე
TVyNovelas Awards for Best Lead Actress[4]
Eres Awards for Best Actress[5]
Aplauso Awards for Best Actress
El Heraldo Award for Best Actress in a Telenovela[A]
Diosa de Plata Award for Best Actress[6]
Nominated - TVyNovelas Awards for Best Song in a Telenovela
2000 შენ ჩემი ბედისწერა ხარ ანდრეა სან ვისენტე TVyNovelas Awards for Best Lead Actress[7]
2005–2006 გაცისკრება მარია იპოლიტა დიას დე გუსმანი TVyNovelas Awards for Best Lead Actress[8]
Emmy Latino for Best Latin Actress[9]
Palmas de Oro Awards for Best Lead Actress[10]
Bravo Awards for Best Actress[11]
2008–2009 მარადიული გრძნობა ბარბარა გრეკო დე ელისალდე
რებეკა სანჩეს ფრუტოსი "ალქაჯი"
ACE Awards for Best Supporting Actress[12]
People en Español Awards for Best Villain[13]
Nominated - TVyNovelas Awards for Best Lead Actress[14]
2010 ქალბატონი ვალენტინა ვილალბა რანხელ "ქალბატონი"/"გველი" ACE Awards for Best Actress[15]
Nominated - Galardón a los Grandes for Best Actress[16]
Nominated - TVyNovelas Awards for Best Lead Actress

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]