ლუჟიცის მთები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლუჟიცის მთები | |
| კონტინენტი | |
|---|---|
| ქვეყნები | |
| სიგრძე |
120 კმ |
| მწვერვალი | |
| სიმაღლე |
793 მ |
ლუჟიცის მთები (ჩეხ. Lužické hory, გერმ. Lausitzer Gebirge) — სუდეტის მთების ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი, გერმანიაში და ჩეხეთში. სიმაღლე 793 მ-მდე (მთა ლაუშე). სიგრძე დაახლოებით 120 კმ. აგებულია გრანიტებითა და ქვიშაქვებით, ზოგან ბაზალტის კონუსური გუმბათებია. უმთავრესად დაბალი სერები და ქედებია, კალთები დანაწევრებულია, მწვერვალები — მოსწორებული. თხემზე გადის ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალგამყოფი. შემოსილია შერეული და წიწვოვანი ტყეებით, მთის მდელოებით.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ლუჟიცის მთები – ენციკლოპედია ბრიტანიკია (ინგლისური)
- ლუჟიცის მთები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)