ლუჟიცის კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუჟიცის კულტურის არეალი (გამოყოფილი მწვანედ)

ლუჟიცის კულტურა (გერმ. lausitzer Kultur, პოლ. kultura łużycka) — ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანების არქეოლოგიური კულტურა (XII ს. ძვ. წ.ა.—IV ს. ძვ. წ. ა.), გავრცელებულია აღმოსავლეთ გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და დასავლეთ უკრაინის (პოლესიე და ვოლინი) ტერიტორიაზე.[1] სახელწოდება მიიღო ისტორიული ოლქის - ზედა ლუჟიცა და ქვედა ლუჟიცა გამო, სადაც პირველად იქნა ნაპოვნი ლუჟიცის კულტურის სამაროვნები და დასახლებები.[2]

გენეტიკური კავშირები[რედაქტირება]

გენეტიკურად დაკავშრებულია ტშინეცკის და უნიტეცკის [3] კულტურებთან და შემდეგ ევოლუცირდება პშევორის კულტურად.

ეთნიკური კუთვნილება[რედაქტირება]

მკვლევარების ერთი ნაწილი თვლის, რომ ლუჟიცის კულტურის ხალხები ლაპარაკობდნენ კელტურ-იტალიური ჯგუფის ენებზე[4]. ასე მაგალითად აკადემიკოსი სედოვი ამტკიცებდა რომ, ლუჟიცის პშევორამდელი პოლონური დასახლება იყო კელტური[5]. სხვები მათ გერმანელებად მიიჩნევენ, და არავითარ სლავებად[6]. მესამენი კი თვლიან რომ, ისინი იყვნენ ილირიელების წინაპრები[7] ან კელტ-ილირიელებად[8].

სხვადასხვაგვარი კვლევების შედეგების შეჯამების საფუძველზე აკადემიკოსი ბ.ა.რიბაკოვი აცხადებს: «ლუჟიცის კულტურა იყო, როგორც ჩანს, მრავალეთნიკური კომპლექსი, რომელმაც მოიცვა წინასლავების ტომების ნახევარი, წინაგერმანული ტომების ნაწილი და იტალიურ-ილირიული ტომების რაღაც ნაწილი სამხრეთში, სადაც ბრინჯაოს ჩამოსხმის საქმე მაღალ დონეზე იდგა».[9]. სადაც მან სამართლიანად აღნიშნა, რომ «ლუჟიცის ერთობას მეცნიერები უწოდებენ ვენეტურს (ვენედური), ძველი ტომების ჯგუფის სახელის მიხედვით, რომელიც ერთ დროს ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალურ ევროპაში. დასავლეთ წინასლავების შესვლა ამ დროებით გაერთიანებაში და მათი მნიშვნელობა ლუჟიცის შიდა ერთობაში თვალსაჩინოა იქიდან, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში ვენეტებს თვლიდნენ სლავების წინაპრებად და მათ იმ სლავებთან აიგივებდნენ რომლებიც დარჩნენ თავიანთ ადგილებზე, რომლებმა არ მიიღეს მონაწილეობა მიგრაციაში სამხრეთით». ახლა ეს ვერსია ღებულობს სხვადასხვაგვარ არქეოლოგიურ, ლინგვისტურ, გენოეთნიკურ და სხვა მეცნიერულ მტკიცებულებებს. [10]

საცხოვრისი[რედაქტირება]

დასახლებები შედგებოდა ბოძებიანი სახლებისაგან, რომელთა კედლები შეადგენდნენ ვერტიკალურ ბოძებს წნულებით, რომელზეც წასმული იყო თიხა, ან დაფარული იყო დაფებით.

სამაროვნები[რედაქტირება]

სამაროვნები წარმოდგენილია როგორც კრემაციული სასაფლაო ურნები[11].

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. Галина Лозко. Українське народознавство. Видання третє, доповнене та перероблене. Київ. Видавництво «АрТек» 2006. С.21
  2. გრაკოვი ბ. ნ. ადრეული რკინის ხანა. — მ.: მოსკოვის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1977. С. 79.
  3. ევროპისა და აზიის ტომები ძვ. წ.ა. II ათასწლეულში
  4. ა.მ. ივანოვი ზარატუშტრა ასე არ ამბობდა
  5. ვ.ვ. სედოვი  ადრეული სლავების ეთნოგენეზი
  6. ვ. სტეციუკი აღმოსავლეთ ევროპის წინაისტორიული ეთნოგენეტიკური პროცესების კვლევები
  7. ა.მ. მალევანი სლავებისა და ალირიელების ეთნიკური და ისტორიული კავშირები // АМА. გამ. 5. სარატოვი, 1983. ფ. 103—114
  8. ბ.ა. რიბაკოვი ძველი სლავების წარმართობა
  9. http://historic.ru/books/item/f00/s00/z0000031/st005.shtml ბ.ა. რიბაკოვი ძველი სლავების წარმართობა / მ.: გამომცემლობა 'მეცნიერება', 1981 წ. მეორე ნაწ. უძველესი სლავები. თავი 5. სლავური კულტურის სათავეებში
  10. [ იულია კოლოსოვსკაია. რომი და დუნაის ტომების სამყარო I—IV სს. ჩ. წ. ა. მ. მეცნიერება, 2000, დაბეჭვდ. დამტკ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთო ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერთა საბჭოს მიერ http://barbaricum.ru/content/view/125/134 Ю. კ. კოლოსოვსკაია. დუნაის ტომები და მათი ომები რომთან http://kirsoft.com.ru/mir/KSNews_259.htm ]
  11. მ.ი.ლებედინსკი ძველ რუსულ ხალხაბის ისტორიის შესახებ

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • Mildenberger G. Mitteldeutschlands Ur- und Frühgeschichte. — Lpz., 1959.
  • ი. ვ. კუხარენკო პოლონეთის არქეოლოგია. — მ., 1969.