ლუნა-3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-3

„ლუნა-3“ (რუს. Луна-3) — საბჭოთა ავტომატიკური კოსმოსური სადგური, შექმნილი მთვარისა და კოსმოსური სივრცის შესასწავლად. მისი გაფრენის მეშვეობით პირველად მოხერხდა მთვარის უკანა მხარისთვის სურათების გადაღება.

კოსმოსური აპარატი გაიშვა 1959 წლის 4 ოქტომბერს „ვოსტოკ-ლ“ (Восток-Л) რაკეტით. პირველი სურათის გადაღება 3 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს გახდა შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]