ლუკ პლამონდონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუკ პლამონდონი (დაიბადა 1942 წლის 2 მარტს, სან-რაიმონდში, კვებეკი) არის ფრანკო-კანადელი მუსიკალური ტექსტების ავტორი. მისმა ღვაწლმა და დამსახურებამ მუსიკის წინაშე შესძინა ტიტული ფრანკოფონიის ყველაზე წარმატებული და დიდი ლირიცისტი.

ცხოვრება[რედაქტირება]

პლამონოდონს მუსიკალური ტექსტები დაწერილი აქვს არაერთი ცნობილი კვებეკელისა: ბრუნო პელეტიე, დაიან დიუფრესნე, რობერტ შარლებუა, სელინ დიონი, გინეტ რენო, მარტინ სტ. კლერი, გარუ, თუ ფრანგი: ჟულიენ კლერკი, ნიკოლ კრუასილი, ჯონი ჰოლიდეი, მუსიკოსებისთვის. აგრეთვე, იგი არის თანაავტორი რამდენიმე მიუზიკლისა, როგორებიცაა, სტარმანია და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (რიკარდო კოჩანტესთან ერთად). პლამონდონი არის კვებეკის თავისუფლების მოძრაობის წევრი და ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგი.

ჯილდოები[რედაქტირება]

  • 1990, კანადის ეროვნული ორდენის რაინდი.
  • 2002, კანადის ორდენის კავალერი.
  • 2003, გააწევრიანეს კანადის დიდების ხეივანში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]