ლუკას პოდოლსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკას პოდოლსკი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკას იოზეფ პოდოლსკი
დაბადების
თარიღი
4 ივნისი, 1985 (1985-06-04) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
გლივიცე, პოლონეთი
სიმაღლე 182 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ანთალიასპორი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1991-1995 ბერგჰაიმი
1995-2003 კელნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003-2006 კელნი 83 (46)
2006-2009 ბაიერნი 73 (15)
2009-2012 კელნი 88 (33)
2012-2015 არსენალი ლონდონი 60 (19)
2015   ინტერნაციონალე 17 (1)
2015-2017 გალათასარაი 51 (20)
2017-2020 ვისელ კობე 52 (15)
2020- ანთალიასპორი 26 (5)
ეროვნული ნაკრები
2004-2017 გერმანია 130 (49)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ივნისი, 2015

ლუკას პოდოლსკი (პოლ. Łukasz Podolski, გერმ. Lukas Podolski [ˈlukas poˈdolski]: დ. 4 ივნისი, 1985, გლივიცე, პოლონეთი) — პოლონური წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი, „ანთალიასპორის“ თავდამსხმელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოდოლსკიმ ფეხბურთის თამაში 1991 წლიდან დაიწყო. 18 წლისამ გააფორმა კონტრაქტი „კელნთან“. 2006 წლიდან კი გადავიდა „მიუნხენის ბაიერნში“ და კონტრაქტი გააფორმა 2010 წლამდე. 2009 წლის 19 იანვარს დაბრუნდა „კიოლნში“ და კონტრაქტი გააფორმა 2013 წლამდე. 2012 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა „არსენალში“. 2015 წელს იჯარით გადავიდა „ინტერი მილანში“. 2015-2017 წლებში თამაშობდა თურქულ კლუბ „გალათასარაიში“. ამჟამად, პოდოლსკი ასპარეზობს იაპონურ საფეხბურთო კლუბ ვისელ კობეში.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2004 წლის 6 ივნისს უნგრეთთან თამაშში, 19 წლის ასაკში. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში და 3 გოლი გაიტანა. 2005 წელს კონფედერაციის თასზე გაიტანა 3 გოლი. 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში 16 გოლი ჰქონდა გატანილი,ასეთი შედეგისთვის ამ ასაკში არავის მიუღწევია მანამდე.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მიიღო. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს 3 გოლი გაიტანა და თავი გამოიჩინა 4 საგოლე პასით, რომელთაგან 2 შვაინშტაიგერმა, 1 კლოზემ და ერთიც ჰიტცლშპერგერმა გაიტანა. პოდოლსკიმ მიიღო საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული და ფიფამ ევროპის ჩემპიონატის ALL Star Team-ის შემადგენლობაში დაასახელა. 2014 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2017 წელს ლუკას პოდოლსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

პირადი ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 9 ჯერ თვის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა
  • II ბუნდესლიგის (გერმანიის ჩემპიონატის) 2004/2005 სეზონის ბომბარდირი
  • 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • 4 ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (დეკემბერი 2003, აპრილი 2004, იანვარი 2005 და აპრილი 2006)
  • მე-3 ადგილი „Golden Boy“ დაჯილდოებაზე (საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი)
  • ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი; ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი და "ვერცხლის ბუცის" მფლობელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: