ლუი რილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი დავიდ რილი

ლუი დავიდ რილი (ინგლ. Louis Riel) (დ. 22 ოქტომბერი, 1844 — გ. 16 ნოემბერი, 1885) იყო კანადელი პოლიტიკური მოღვაწე, პროვინცია მანიტობას დამფუძნებელი და კანადის პრერიების მეტისთა ლიდერი.[1] მან მეთაურობა გაუწია კანადის მთავრობას და მის პირველ პოსტ-კონფედერატ ლიდერს ჯონ ა.მაკდონალდს. რილის მთავარი მიზანი იყო მეტისი ერის კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩნება კანადის გავლენის გაზრდის პირობებში. კანადაში მას ხშირად აღიქვამენ როგორც ეროვნულ გმირს.მისი პირველი აჯანყება მთავრობის წინააღმდეგ იყო წითელი მდინარის აჯანყება 18691870 წლებში. [2]

რილის მიერ შექმნილმა დროებითმა მთავრობამ შემოიშუვა უფლებები და ვალდებულებები, რომელთა თანახმად მანიტობას პროვინცია შეიერთდა კანადის კონფედერაციას. [3] რილი იძულებული გახდა გადახიზნულიყო აშშ-ში აჯანყების დროს მისი თანამოაზრის, ტომას სკოტის სიკვდლით დასჯის გამო. [4] მიუხედავად ამისა მას მიიჩნევენ ”მანიტობას მამად”. [5]

როგორც ლტოლვილი იგი რამდენჯერმე აირჩიეს კანადის გაერთიანებულ ერთა სახლში, თუმცა იგი მანდ ნამყოფიც კი არ იყო. ამავე პერიოდში მყარდება მისი რჩეულოის, განუმეორებლობის ვარაუდი, რამაც შემდგომში დიდი როლი ითამაში შემდგომ მოქმედებებში.იგი დაქორწინდა 1881 წელს და მას ეყოლა ორი ვაჟი. რიეტი დაბრუნდა დღევანდელ სასკაჩევანის პროვინციაში, სადაც წარმოადგენდა მეტისთა ინტერესებს კანადის მთავრობაში. მისი ეს მოქმედება გადაიზარდა სამხრედრო კონფრონტაციაში, რომელიც დღეს ცნობილია როგორც 1885 წლის ჩრდილო-დასავლეთ აჯანყბის სახელით.ეს ჯანყება დასრულდა რიელტის დაპატიმრებით და მისი სიკვდილით დასჯით. იმის გამო, რომ კანადის ფრანგულენოვან რეგიონებში რიერს საკმაოდ დადებითად აღიქვამდნენ, მისმა დასჯამ გამოიწვია ურთიერთობების გაფუჭება კვებეკსა და ინგლისურენოვან კანადას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მას ხან აღიქვამენ როგორც კანადის კონფედერაციის მამად, ხან კი როგორც მოღალატეს, იგი დღემდე რჩება კანადის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ, საკამათო და დრამატულ ფიგურად.[6]

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Louis Riel. A database of materials held by the University of Saskatchewan Libraries and the University Archives. წაკითხვის თარიღი: 2007-09-23.
  2. Ricketts, Bruce (1998–2007). Louis Riel – Martyr, hero or traitor?. წაკითხვის თარიღი: 2007-09-23.
  3. The Heritage Centre. Louis Riel The Provisional Government. წაკითხვის თარიღი: 2007-09-23.
  4. Louis Riel: Riel flees to the U.S.A.. The Heritage Centre. წაკითხვის თარიღი: 2007-09-23.
  5. Ross, Brenda (2007). "Spike by Spike: The Building of the Canadian-Pacific Railroad". The Kudzu Monthly ezine with a distinctive southern perspective. წაკითხვის თარიღი: 2007-11-15.
  6. The Canadian Encyclopedia, Historica Foundation of Canada. (2007). Riel, Louis. წაკითხვის თარიღი: 2007-09-23.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე