ლუი ჟუვე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი ჟუვე

ლუი ჟუვე (დ. 24 დეკემბერი, 1887, კროზონი — გ. 16 აგვისტო, 1951, პარიზი), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1911 წელს. 1913 წლიდან მუშაობდა თეატრ „ვიე კოლომბიეში“, 1922-34 წლებში — „ელისეს მინდვრების კომედიაში“ (1924 წლიდან თეატრის ხელმძღვანელი), ხოლო 1934 წლიდან გარდაცვალებამდე (1941-45 წლების გამოკლებით) — თეატრ „ათენეიში“. ფრანგული თეატრის ისტორიაში ჟუვე შევიდა, როგორც კნოკის როლის (რომენის „კნოკი“) უბადლო შემსრულებელი. წარმატებით ასრულებდა აგრეთვე დონ ჟუანის, ტარტიუფის (მოლიერის „დონ ჟუანი“, „ტარტიუფი“), მერკურის ჰექტორის (ჟიროდუს „ამფიტრიონი 38“, „ტროის ომი არ შედგება“) და სხვა როლებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თანამედროვეობის ამსახველ დრამატურგიას. 1913 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. იყო პარიზის კონსერვატულ-დრამატული კლასის პროფესორი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]