ლუი ანდერსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი ანდერსონი
დაბ. სახელი ლუი პერი ანდერსონი
დაბ. ადგილი მინეაპოლისი, აშშ
დაბ. თარიღი 24 მარტი, 1953 (1953-03-24) (61 წლის)
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი
წლები 1984 — დღემდე

ლუი ანდერსონი (ინგლ. Louie Anderson; დ. 24 მარტი, 1953, მინესოტა, აშშ) — ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, ცნობილია თავისი ავტობიოგრაფიული ანიმაციური ფილმით „ლუი და მისი ოჯახი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლუი ანდერსონი დაიბადა მინეაპოლისში (მინესოტა) და იყო თერთმეტშვილიანი ოჯახის მეათე შვილი[1]. ლუი იზრდებოდა ქალაქ მადისონში (უისკონსინი). 1989 წელს დაქორწინდა თავის სკოლის მეგობარზე, მაგრამ ეს ქორწინება სულ 4 კვირა გასტანა[2].

ტელევიზია[რედაქტირება]

1986 წელს ლუი ანდერსონი ბრონსონ პინჩოტთან ერთად მონაწილეობა მიიღო სერიალ „Perfect Strangers“-ის საპილოტე გამოშვებაში რომელიც გადაიღეს სატელევიზიო ქსელისთვის ABC. შემდგომში ანდერსონი მარკ ლინ-ბეიკერმა ჩაანაცვლა.
1995 წელს ანდერსონმა Fox-ისთვის შექმნა ანიმაციური ფილმი „ლუი და მისი ოჯახი“, რომელიც გადაიცემოდა შაბათობით დილის ეთერში. სერიალი დაფუძნებულია ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზე, 10 და-ძმასთან, გულკეთილ დედასთან და მოუხეშო ხასიათის მაგრამ არანაკლებ გულკეთილ მამასთან ერთად. ანდერსონი ასევე დეტალურად იხსენებს თავის მძიმე ბავშვობას, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბ წონასთან.
Fox-ის ეთარში ტრიუმფთან ერთად „ლუიმ და მისმა ოჯახმა“ ემის 2 ჯილდო მოიპოვა.

სქოლიო[რედაქტირება]